დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
ირაკლი ღარიბაშვილმა ბუგეულის ღვინის ქარხანა დაათვალიერა
ავტორი:
2014/ივნისი/07 15:00:02
ჩვენი ამოცანაა ხარისხის და ადგილწარმოშობის მაღალ დონეზე დაცვა, რათა ვებრძოლოთ ფალსიფიკაციას და უნიკალურმა რაჭულმა ღვინოებმა , უპირველეს ყოვლისა, ხვანჭკარამ, შეძლოს თავისი განუმეორებელი სახის შენარჩუნება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ბუგეულის ღვინის ქარხანაში სტუმრობისას განაცხადა.
მთავრობის მეთაური ქარხანაში საწარმოო პროცესს სოფლის მეურნეობის მინისტრ შალვა ფიფიასთან ერთად გაეცნო და მეღვინეებს გაესაუბრა.
პრემიერის პრესსამსახურის ცნობით, მეღვინეებმა პრემიერ-მინისტრს მადლობა გადაუხადეს და განაცხადეს, რომ გასულ წელს, რთველმა ძალიან კარგად ჩაიარა და წინა წლებთან შედარებით წარმოება რამდენჯერმე გაიზარდა.
მათ ირაკლი ღარიბაშვილს მიაწოდეს ინფორმაცია, რომ მთავრობის პროგრამების დახმარებით ახალი ვენახებიც გაშენდა.
მეღვინეების დაინტერესება გამოიწვია პრემიერ-მინისტრის მიერ ინიცირებულმა პროგრამამ "აწარმოე საქართველოში", რომელიც, მათი განცხადებით, წარმოების გაზრდაში დაეხმარებათ.
როგორც პრემიერმა აღნიშნა, მზარდი წარმოება ნიშნავს იმას, რომ სახელმწიფო კიდევ მეტად იზრუნებს ქვეყნის გარეთ არსებული ბაზრის გაზრდასა და არსებულის შენარჩუნებაზე, ასევე განაგრძობს ყველა იმ პროგრამას, რომელიც სოფლის მეურნეობის განვითარებას ისახავს მიზნად.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1162
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
მსგავსი სიახლეები
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია