დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
ადვოკატი - მიხეილ სააკაშვილი უკრაინას მიმართავს, სცნოს პირად, რომელსაც დამატებითი დაცვა სჭირდება, რაც მისი ექსტრადიციის მოთხოვნის შესრულებას აჩერებს
ავტორი:
2017/სექტემბერი/11 15:00:02
{ "@context": "http://schema.org", "@type": "Article", "author": "Maka Chaganava", "datePublished": "2017-09-11 10:59:08", "headline" : "ადვოკატი - მიხეილ სააკაშვილი უკრაინას მიმართავს, სცნოს პირად, რომელსაც დამატებითი დაცვა სჭირდება, რაც მისი ექსტრადიციის მოთხოვნის შესრულებას აჩერებს", "image" : "https://photo.interpressnews.ge/img/image27/0a6ac1a0d8d40bc6a97130a768621c20.jpg", "publisher" : "IPN" , "interactionCount": [ "UserTweets:0", "UserComments:0" ], "name": "ადვოკატი - მიხეილ სააკაშვილი უკრაინას მიმართავს, სცნოს პირად, რომელსაც დამატებითი დაცვა სჭირდება, რაც მისი ექსტრადიციის მოთხოვნის შესრულებას აჩერებს" } { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/451588-advokati-mikheil-saakashvili-ukrainas-mimarthavs-scnos-pirad-romelsac-damatebithi-dacva-stcirdeba-rac-misi-eqstradiciis-mothkhovnis-shesrulebas-acherebs.html", "headline": "ადვოკატი - მიხეილ სააკაშვილი უკრაინას მიმართავს, სცნოს პირად, რომელსაც დამატებითი დაცვა სჭირდება, რაც მისი ექსტრადიციის მოთხოვნის შესრულებას აჩერებს", "datePublished": "2017-09-11 10:59:08", "dateModified": "2017-09-11 10:59:08", "description": "საქართველოს მესამე პრეზიდენტი, ოდესის ყოფილი გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი უკრაინას მიმართავს, „სცნოს პირად, რომელსაც დამატებითი დაცვა სჭირდება“. ", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "https://photo.interpressnews.ge/img/image27/0a6ac1a0d8d40bc6a97130a768621c20.jpg", "height": 470, "width": 246 } } საქართველოს მესამე პრეზიდენტი, ოდესის ყოფილი გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი უკრაინას მიმართავს, „სცნოს პირად, რომელსაც დამატებითი დაცვა სჭირდება“.

როგორც სააკაშვილის ადვოკატმა მარკიან გალაბალამ დღეს გამართულ ბრიფინგზე განმარტა, აღნიშნული მოთხოვნით სახელმწიფო საიმიგრაციო სამსახურში შესაბამისი განაცხადი უკვე შეიტანა.

მისივე თქმით, მიხეილ სააკაშვილის მიერ აღნიშნული მოთხოვნა, იურიდიული თვალსაზრისით შეაჩერებს მის ექსტრადირებაზე მოთხოვნის შესრულებას.

„აღნიშნული განაცხადის შეტანამ საიმიგრაციო სამსახურში უნდა შეაჩეროს ქართული მხარის მოთხოვნა მიხეილ სააკაშვილის ექსტრადირებაზე“, - განაცხადა ადვოკატმა.

მისი თქმით, ამჟამად მიხეილ სააკაშვილს მოქალაქეობის გარეშე პირის სტატუსი აქვს, რომელიც მუდმივად ცხოვრობს უკრაინაში.

„რათა არ დავუშვათ მიხეილ სააკაშვილის საქართველოში ექსტრადირება, ჩვენ გვსურს მისი სტატუსის დამატებით გაძლიერება სხვა სამართლებრივი სტატუსით, რაც არის „პირი, რომელსაც დამატებითი დაცვა სჭირდება“, - განმარტა მარკიან გალაბალამ.

როგორც ადვოკატმა აღნიშნა, საუბარი არ მიდის დაცვის ფიზიკურ საშუალებებზე, არამედ სტატუსის მიღებაზე.

„ჩვენ ჯერ ოფიციალურად არ მიგვიღია შეტყობინება იმის თაობაზე, რომ ექსტრადირების მოთხოვნა იყო. სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოებს არაფერი შეუტყობინებიათ ჩვენთვის ამ საკითხთან დაკავშირებით. ჩვენ ეს ინფორმაცია მხოლოდ მედიიდან გვაქვს“, - დასძინა მან.





წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 684
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია