დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
გია ხუხაშვილი - ხელისუფლება აღმოჩნდა პოლიტიკურ ბუნკერში
ავტორი:
2017/სექტემბერი/06 17:00:02
{ "@context": "http://schema.org", "@type": "Article", "author": "Maka Chaganava", "datePublished": "2017-09-06 12:59:24", "headline" : "გია ხუხაშვილი - ხელისუფლება აღმოჩნდა პოლიტიკურ ბუნკერში", "image" : "https://photo.interpressnews.ge/img/image27/2bcee3d0d18eadf931b5d22f1bba788f.jpg", "publisher" : "IPN" , "interactionCount": [ "UserTweets:0", "UserComments:0" ], "name": "გია ხუხაშვილი - ხელისუფლება აღმოჩნდა პოლიტიკურ ბუნკერში" } { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/450840-gia-khukhashvili-khelisufleba-aghmochnda-politikur-bunkershi.html", "headline": "გია ხუხაშვილი - ხელისუფლება აღმოჩნდა პოლიტიკურ ბუნკერში", "datePublished": "2017-09-06 12:59:24", "dateModified": "2017-09-06 12:59:24", "description": "ხელისუფლება აღმოჩნდა პოლიტიკურ ბუნკერში და ძალიან უხარისხოდ ცდილობს, რომ ცუდი თამაშის პირობებშიც სახე შეინარჩუნოს, - ამის შესახებ ", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "https://photo.interpressnews.ge/img/image27/2bcee3d0d18eadf931b5d22f1bba788f.jpg", "height": 470, "width": 246 } } ხელისუფლება აღმოჩნდა პოლიტიკურ ბუნკერში და ძალიან უხარისხოდ ცდილობს, რომ ცუდი თამაშის პირობებშიც სახე შეინარჩუნოს, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ექსპერტმა გია ხუხაშვილმა არასამთავრობო სექტორის მიმართ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის შეთავაზებაზე კომენტირებისას განუცხადა.

„ხელისუფლება, ყველაფერთან ერთად თავისი ინფანტილური ბუნებიდან გამომდინარე, ძალიან უხარისხოდ ცდილობს, რომ ცუდი თამაშის პირობებშიც სახე შეინარჩუნოს და აბსოლუტურად უშინაარსო წინადადებებს აყენებს. მე იმაშიც ეჭვი მეპარება, თვითონ ესმით თუ არა, რომ სისულელეს ამბობენ, მაგრამ ამბობენ იმისთვის, რომ ითამაშონ თითქოს კონსტრუქციული როლი. იმ ფონზე, როდესაც არსებობს პოლიტიკური გადაწყვეტილება ორი მოსმენით მიღებული პროექტის მესამე მოსმენით მიღების თაობაზე, საუბარი იმაზე, რომ მოდით, დაესწარით განხილვებს და რაღაცები თქვით, ძალიან სასაცილოა. ყველაფერთან ერთად, საოცარი არაკომპეტენტურობა დევს ამ რიტორიკაში ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან. მარტივი კითხვაა, რატომ უნდა ჩავერთოთ, თუ გადაწყვეტილება მიღებული გაქვს? - პასუხი არ არსებობს. ანუ მათი რიტორიკა უკვე ლოგიკის ფარგლებს სცდება და ორიენტირებულია ინფანტილურ ქმედებებზე და მეტი არაფერზე“, - განაცხადა ხუხაშვილმა.

მისივე თქმით, სამწუხაროდ, ხელისუფლება აღმოჩნდა პოლიტიკურ ბუნკერში, არა ჰყავს პარტნიორი და ჯიუტად ასრულებს თავის ამოცანას, რომელიც ძალაუფლების გახანგრძლივებაში მდგომარეობს.

„მათ არ ჰყავთ პარტნიორები არც პოლიტიკურ ოპოზიციაში, არც სამოქალაქო საზოგადოებაში, არც არც ერთ სოციალურ ჯგუფში და ასე იქცევიან, ამას უკვე შევეგუეთ. ზუსტად ასე იქცეოდა სააკაშვილიც. დღევანდელმა ხელისუფლებამ ყველაფერი ცუდი მემკვიდრეობით გადმოიღო სააკაშვილისგან. მათ შორის გენეტიკური კავშირი თითქოს არ უნდა ყოფილიყო, მაგრამ წამხედურობა იმდენად ძლიერია, რომ მათი მთავარი ამოცანაა, სააკაშვილის ოცნებები შეასრულონ, როგორც ის მოქმედებდა კონსტიტუციის საკუთარ თავზე მორგებით და ა.შ... უბრალოდ ეს კონსტიტუციაც ისევე არ იქნება სიცოცხლისუნარიანი, როგორც წინა და კიდევ ერთხელ შეიცვლება, არაფერი ტრაგედია ამაში არ არის, თუმცა წლები იკარგება და ქვეყანა ვერ ვითარდება“, - განაცხადა გია ხუხაშვილმა.

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერ არჩილ თალაკვაძის თქმით, საკონსტიტუციო ცვლილებებზე მორიგი დისკუსია და დებატები საშემოდგომო სესიის ფარგლებში გაიმართება და ”სამოქალაქო საზოგადოებასა და არასამთავრობო სექტორს საშუალება ექნება თვალი მიადევნონ ამ პროცესს და მონაწილეობა მიიღონ მესამე მოსმენის ფარგლებში გამართულ დისკუსიაში”.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 678
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია