დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
საქართველოს პარლამენტის წევრები ნარკოპოლიტიკის საკითხებზე პორტუგალიაში მსჯელობენ
ავტორი:
2017/სექტემბერი/11 11:30:02
{ "@context": "http://schema.org", "@type": "Article", "author": "Maka Chaganava", "datePublished": "2017-09-11 07:25:59", "headline" : "საქართველოს პარლამენტის წევრები ნარკოპოლიტიკის საკითხებზე პორტუგალიაში მსჯელობენ", "image" : "https://photo.interpressnews.ge/img/image27/c8dba0439565a78f8038b2ac935067e7.jpg", "publisher" : "IPN" , "interactionCount": [ "UserTweets:0", "UserComments:0" ], "name": "საქართველოს პარლამენტის წევრები ნარკოპოლიტიკის საკითხებზე პორტუგალიაში მსჯელობენ" } { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/451525-saqarthvelos-parlamentis-tsevrebi-narkopolitikis-sakithkhebze-portugaliashi-msjeloben.html", "headline": "საქართველოს პარლამენტის წევრები ნარკოპოლიტიკის საკითხებზე პორტუგალიაში მსჯელობენ", "datePublished": "2017-09-11 07:25:59", "dateModified": "2017-09-11 07:25:59", "description": "საქართველოს პარლამენტის წევრები ზიანის შემცირების პროგრამებისა და ნარკოპოლიტიკის პრაქტიკაში განხორციელების საკითხების განხილვის ", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "https://photo.interpressnews.ge/img/image27/c8dba0439565a78f8038b2ac935067e7.jpg", "height": 470, "width": 246 } } საქართველოს პარლამენტის წევრები ზიანის შემცირების პროგრამებისა და ნარკოპოლიტიკის პრაქტიკაში განხორციელების საკითხების განხილვის მიზნით პორტუგალიაში ვიზიტით იმყოფებიან. პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ზვიად ძიძიგური, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი ზოიძე და გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე კახაბერ კუჭავა 10-14 სექტემბერს, პორტუგალიაში მონაწილეობას იღებენ ზიანის შემცირების პროგრამებისა და ნარკოპოლიტიკის პრაქტიკაში განხორციელების საკითხების განხილვის მიზნით გამართულ შეხვედრაში.

ვიზიტის ორგანიზატორია „ევრაზიის ზიანის შემცირების ქსელი“ „ფონდ ღია საზოგადოება - საქართველოსთან“ ერთად.

მისი მიზანია ზიანის შემცირების პროგრამების შექმნასთან, დაფინანსებასა და ფუნქციონირებასთან დაკავშირებული გამოცდილების გაცნობა, აგრეთვე ნარკოპოლიტიკის სტრატეგიების, მათ შორის, ნარკოტიკების დეკრიმინალიზაციისა და სამართალდამცავ ორგანოებს, ჯანდაცვის ორგანოებსა და არასამთავრობო ორგანიზაციებს შორის პარტნიორობის საკითხების შესწავლა.

ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია: შეხვედრები შესაბამის სახელმწიფო უწყებებთან და დაწესებულებებთან, რომელთა პასუხისმგებლობაში შედის ზიანის შემცირების პროგრამების მართვა, განხორციელება და დაფინანსება; შეხვედრები „გადარწმუნების კომისიის“ თანამშრომლებთან და პოლიციასთან, ნარკოპოლიტიკის, ნარკოტიკების მოხმარების დიაგნოზირების, მკურნალობისა და პრევენციის საკითხების განსახილველად; შეხვედრები ზიანის შემცირების პროგრამის სერვისის პროვაიდერებთან და განმახორციელებლებთან; საველე ვიზიტები სერვისის პროვაიდერებთან და შეხვედრები ზიანის შემცირების პროგრამის კლიენტებთან.

საქართველოს დელეგაციის შემადგენლობაში პარლამენტის წევრების გარდა არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები შედიან.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 833
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია