დაისვენე კურორტ ახალდაბაში
”კონსერვატიული პარტია” ადგილობრივი არჩევნების შემდეგ კვალიფიციური სუბიექტის სტატუსს კარგავს
ავტორი:
2017/სექტემბერი/08 17:00:01
{ "@context": "http://schema.org", "@type": "Article", "author": "Maka Chaganava", "datePublished": "2017-09-08 12:49:25", "headline" : "”კონსერვატიული პარტია” ადგილობრივი არჩევნების შემდეგ კვალიფიციური სუბიექტის სტატუსს კარგავს", "image" : "https://photo.interpressnews.ge/img/image27/f7f53ea3fe9b917026ad1e7d09a25c73.jpg", "publisher" : "IPN" , "interactionCount": [ "UserTweets:0", "UserComments:0" ], "name": "”კონსერვატიული პარტია” ადგილობრივი არჩევნების შემდეგ კვალიფიციური სუბიექტის სტატუსს კარგავს" } { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/451233-konservatiuli-partia-adgilobrivi-archevnebis-shemdeg-kvalificiuri-subieqtis-statuss-kargavs.html", "headline": "”კონსერვატიული პარტია” ადგილობრივი არჩევნების შემდეგ კვალიფიციური სუბიექტის სტატუსს კარგავს", "datePublished": "2017-09-08 12:49:25", "dateModified": "2017-09-08 12:49:25", "description": "”კონსერვატიული პარტია”, რომლის ლიდერებიც დღეს ”ქართული ოცნების” უმრავლესობაში არიან, ადგილობრივ არჩევნებში საარჩევნო სუბიექტად წამოდგენილი არ იქნება. ", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "https://photo.interpressnews.ge/img/image27/f7f53ea3fe9b917026ad1e7d09a25c73.jpg", "height": 470, "width": 246 } } ”კონსერვატიული პარტია”, რომლის ლიდერებიც დღეს ”ქართული ოცნების” უმრავლესობაში არიან, ადგილობრივ არჩევნებში საარჩევნო სუბიექტად წამოდგენილი არ იქნება. შედეგად პარტია კვალიფიციური სუბიექტის სტატუსს, საარჩევნო კანონმდებლობით გათვალისწინებულ შესაბამის პრივილეგიებსა და საბიუჯეტო დაფინანსებას კარგავს. პარტიის წევრები ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობას ”ქართული ოცნების” სახელით მიიღებენ.

”ჩვენ არჩევნებში მონაწილეობას ვიღებთ. მაგალითად თბილისში, მაჟორიტართა შორის სამი კანდიდატი ”კონსერვატიული პარტიის” წევრია. როგორც საარჩევნო სუბიექტი ამ ეტაპზე ჩვენ არჩევნებში არ ვმონაწილეობთ, მაგრამ პარტიის წევრები, როგორც პასიური, ასევე აქტიური საარჩევნო ხმის უფლებით ვსარგებლობთ”, - განუცხადა ”ინტერპრესნიუსს” ”კონსერვატორთა” ერთ-ერთმა ლიდერმა გიგა ბუკიამ.

”კონსერვატიული პარტია”, როგორც საარჩევნო სუბიექტი, არც 2016 წლის არჩევნებში ყოფილა წარმოდგენილი. პარტია კვალიფიციური სუბიექტის სტატუსს 2014 წლის ადგილობრივი არჩევნების შედეგებიდან გამომდინარე ინარჩუნებდა, როცა ”ქართულ ოცნებასთან” ბლოკში იყო წარმოდგენილი.
ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობას არ იღებს ”ქართული ოცნების” უმრავლესობაში მყოფი კიდევ ერთი პოლიტიკური გაერთიანება - ”სოციალ-დემოკრატიული პარტია”.





წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 720
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
მსგავსი სიახლეები
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია