დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
თენგიზ ფხალაძე - ევროკავშირს შეუვალი პოლიტიკა უნდა ჰქონდეს იმ ევროპული ქვეყნების დასაცავად, რომლებსაც რუსეთი სჯის
ავტორი:
2017/სექტემბერი/07 18:30:02
{ "@context": "http://schema.org", "@type": "Article", "author": "Maka Chaganava", "datePublished": "2017-09-07 14:13:50", "headline" : "თენგიზ ფხალაძე - ევროკავშირს შეუვალი პოლიტიკა უნდა ჰქონდეს იმ ევროპული ქვეყნების დასაცავად, რომლებსაც რუსეთი სჯის ", "image" : "https://photo.interpressnews.ge/img/image27/762de3c991f6267b9f409b46a26cfb70.jpg", "publisher" : "IPN" , "interactionCount": [ "UserTweets:0", "UserComments:0" ], "name": "თენგიზ ფხალაძე - ევროკავშირს შეუვალი პოლიტიკა უნდა ჰქონდეს იმ ევროპული ქვეყნების დასაცავად, რომლებსაც რუსეთი სჯის " } { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/451056-thengiz-fkhaladze-evrokavshirs-sheuvali-politika-unda-hqondes-im-evropuli-qveynebis-dasacavad-romlebsac-rusethi-sjis.html", "headline": "თენგიზ ფხალაძე - ევროკავშირს შეუვალი პოლიტიკა უნდა ჰქონდეს იმ ევროპული ქვეყნების დასაცავად, რომლებსაც რუსეთი სჯის ", "datePublished": "2017-09-07 14:13:50", "dateModified": "2017-09-07 14:13:50", "description": "საქართველოს პრეზიდენტის საერთაშორისო მდივანმა თენგიზ ფხალაძემ კრინიცას ეკონომიკური ფორუმის მუშაობაში მიიღო მონაწილეობა, რომელიც 5-7 სექტემბერს პოლონეთში გაიმართა. ", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "https://photo.interpressnews.ge/img/image27/762de3c991f6267b9f409b46a26cfb70.jpg", "height": 470, "width": 246 } } საქართველოს პრეზიდენტის საერთაშორისო მდივანმა თენგიზ ფხალაძემ კრინიცას ეკონომიკური ფორუმის მუშაობაში მიიღო მონაწილეობა, რომელიც 5-7 სექტემბერს პოლონეთში გაიმართა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან აცნობეს, თენგიზ ფხალაძე სიტყვით გამოვიდა ორ პანელზე: "აღმოსავლეთ პარტნიორობის 8 წელი - წარუმატებლობა, წარმატებები, მომავალი" და “ევროპა გზაჯვარედინთან - ევროპული პერსპექტივა საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვასთვის“. პრეზიდენტის საერთაშორისო მდივანმა სიტყვით გამოსვლისას ისაუბრა საქართველოზე, როგორც აღმოსავლეთ პარტნიორობის წარმატებულ მაგალითზე და განაცხადა, რომ საქართველოს განვითარების ერთადერთი გზა ევროპულია.

„მრავალი წარმატება იქნა მიღწეული ევროკავშირის დახმარებით. საქართველომ აჩვენა, თუ როგორ უნდა გამოვიყენოთ ასოცირების პროცესი ქვეყნის ტრანსფორმაციისთვის. ბრიუსელის მომავალმა სამიტმა ძალიან ნათლად უნდა დააფიქსიროს ასოცირებული ქვეყნების ევროპული ინტეგრაციის პერსპექტივა. აღმოსავლეთ პარტნიორობის ყველაზე სუსტი წერტილი უსაფრთხოების განზომილებაა. ქვეყნები, რომლებმაც განვითარების ევროპული გზა აირჩიეს, არ უნდა ისჯებოდნენ ამ არჩევნისთვის. ევროკავშირს უაღრესად შეუვალი პოლიტიკა უნდა ჰქონდეს იმ ევროპული ქვეყნების დასაცავად, რომლებსაც რუსეთი სჯის მათი დემოკრატიული განვითარებისა და ევროპული არჩევნის გამო, მით უფრო, რომ საქართველო მნიშვნელოვანი კონტრიბუტორია ევროპულ უსაფრთხოებაში. საქართველომ უნდა გააძლიეროს თანამშრომლობა, რათა იყოს მზად იმ მომენტისთვის, როდესაც შესაძლებელი გახდება წევრობაზე პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღება“, - აღნიშნა ფხალაძემ. მან პანელზე რუსულ აგრესიაზე და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ ვითარებაზეც ისაუბრა.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 761
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია