დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
"ვანის გამგებელი პაატა ლეჟავას მიერ დაშინებულმა საკრებულოს წევრებმა გადააყენეს"
ავტორი:
2013/ოქტომბერი/01 15:19:03
საპარლამენტო უმრავლესობის წევრის დავით ლორთქიფანიძის განცხადებით, ვანის მაჟორიტარი პაატა ლეჟავა ვანის საკრებულოს წევრების  მიმართ დაშინებასა და ზეწოლას ახორციელებს. ამიტომ, ლორთქიფანიძე მთავარ პროკურორს არჩილ კბილაშვილს ლეჟავას საქმიანობით დაინტერესებისაკენ მოუწოდებს. უმრავლესობის დეპუტატის განცხადებით, პაატა  ლეჟავა იმერეთის გუბერნატორის  მოადგილესთან ზაზა მატარაძესთან ერთად, საკრებულოს წევრებისგან გამგებლის გადაყენებას მოითხოვდა. "რაც საბოლო ჯამში გამოუვიდათ. მე მინდა პროკურატურამ დაადგინოს, რამდენად აქვს დეპუტატს უფლება ჩაერიოს ადგილობრივი თვითთმმართველობის საქმიანობაში. მინდა მივმართო საქართველოს მთავარ პროკურორს არჩილ კბილაშვილს, იმდენად რამდენადაც საქმე ეხება მთავარი პროკურატურის პრესტიჟს. რამდენიმე დღის განმავლობაში ვანის საკრებულოს დეპუტატებზე მიმდინარეობდა ზეწოლა. იმ მოტივით რომ საკრებულოს მხარი დაეჭირა გამგებლის იმპიჩმენტისათვის. წინააღმდეგ შემთხვევაში მათ დაჭერით ემუქრებოდნენ. ამ მუქარას და ზეწოლას ვერ გაუძლო საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა და ორშაბათს ჯანმრთელობის პრობლემებით საავადმყოფოში აღმოჩნდა,“ - განაცხადა ლორთქიფანიძემ, დღეს, გამართულ ბრიფინგზე. უმრავლესობის დეპუტატის თქმით, საკრებულოს სხდომაზე ის წევრები მიიყვანეს, რომელთა შეშინება შეძლეს. „საკრებულოს წევრების დიდმა ნაწილმა, სხდომაზე არაფერი იცოდა.  აღნიშნულ სხდომას ესწრებოდა და ფაქტიურად უძღვებოდა ,,ნაციონალების“ დეპუტატი პაატა ლეჟავა,“ - ამბობს დავით ლორთქიფანიძე. 
წყარო: news.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1555
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია