დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
მაია ფანჯიკიძე ვიქტორია ნულანდს შეხვდა
ავტორი:
2013/დეკემბერი/07 17:30:02
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე დღეს ევროპისა და ევრაზიის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწეს ევროპისა და ევრაზიის საკითხებში , ვიქტორია ნულანდს შეხვდა.
როგორც "ინტერპრესნიუსს" საგარეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილე, ერიკ რუბინი და საქართველოში აშშ-ის ელჩი, რიჩარდ ნორლანდი.
შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის დინამიკა და სამომავლო პერსპექტივები, რეგიონში მიმდინარე მოვლენები, საქართველო-აშშ-ის ორმხრივი ურთიერთობები, მათ შორის, 2014 წლის განმავლობაში დაგეგმილი მაღალი დონის ვიზიტები. ასევე განიხილეს 9-13 დეკემბერს, ვაშინგტონში, აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის ფარგლებში დაგეგმილი სამუშაო ჯგუფების მორიგი შეხვედრის შესახებ საკითხები.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1148
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია