დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
თამარ კორძაია - უნდა შევწყვიტოთ საპატრიარქოს დაფინანსება და მისთვის მიწების გადაცემა
ავტორი:
2017/სექტემბერი/06 15:00:02
{ "@context": "http://schema.org", "@type": "Article", "author": "Maka Chaganava", "datePublished": "2017-09-06 11:09:49", "headline" : "თამარ კორძაია - უნდა შევწყვიტოთ საპატრიარქოს დაფინანსება და მისთვის მიწების გადაცემა", "image" : "https://photo.interpressnews.ge/img/image27/ecfe9fb7438b869fd2370a8437a0356e.png", "publisher" : "IPN" , "interactionCount": [ "UserTweets:0", "UserComments:0" ], "name": "თამარ კორძაია - უნდა შევწყვიტოთ საპატრიარქოს დაფინანსება და მისთვის მიწების გადაცემა" } { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/450808-thamar-kordzaia-unda-shevtsyvitoth-sapatriarqos-dafinanseba-da-misthvis-mitsebis-gadacema.html", "headline": "თამარ კორძაია - უნდა შევწყვიტოთ საპატრიარქოს დაფინანსება და მისთვის მიწების გადაცემა", "datePublished": "2017-09-06 11:09:49", "dateModified": "2017-09-06 11:09:49", "description": "”რესპუბლიკური პარტია” პრინციპულად ეწინააღმდეგება კანონის დარღვევით (კონკორდატის დარღვევით) ჩვენი კუთვნილი ქონების და მიწების ", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "https://photo.interpressnews.ge/img/image27/ecfe9fb7438b869fd2370a8437a0356e.png", "height": 470, "width": 246 } } ”რესპუბლიკური პარტია” პრინციპულად ეწინააღმდეგება კანონის დარღვევით (კონკორდატის დარღვევით) ჩვენი კუთვნილი ქონების და მიწების თვითმმართველობების მიერ საპატრიარქოსთვის გადაცემას, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ”რესპუბლიკური პარტიის” ერთ-ერთმა ლიდერმა თამარ კორძაიამ განუცხადა.

მისივე განცხადებით, 2016-2017 წლებში მხოლოდ ქალაქ თბილისის საკრებულომ, საპატრიარქოს უსასყიდლოდ 183 415 კვ.მ მიწა გადასცა.

„რესპუბლიკურ პარტიას” ღრმად სწამს, რომ საქართველოს განვითარების, ძლიერ სახელმწიფოდ ჩამოყალიბების საფუძველი დევს კონსტიტუციის მე-2 მუხლის მე-4 პუნქტის ჩანაწერში „საქართველოს მოქალაქეები ადგილობრივი მნიშვნელობის საქმეებს აწესრიგებენ ადგილობრივი თვითმმართველობის მეშვეობით, სახელმწიფო სუვერენიტეტის შეულახავად, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.”

სწორედ საქართველოს მოქალაქეების, საქართველოში მცხოვრები ადამიანების პრეროგატივაა საკუთარ რაიონში, საკუთარ უბანში საკუთარი საკითხების გადაჭრის გზების ძიება და არჩევა.

დემოკრატიული პროცესი მაშინ არის წარმატებული, როდესაც ის ქვემოდან, ადგილიდან იწყება.

”რესპუბლიკური პარტია” კვლავ სთავაზობს საზოგადოებას ძლიერ თვითმმართველობას, ქალაქების სტატუსის აღდგენას, მეორე დონის თვითმმართველობის შექმნას და რაც მთავარია, დამოუკიდებელი ფინანსური წყაროების არსებობას. რადგან, დემოკრატიული მმართველობის საფუძვლები, ადგილობრივ თვითმმართველობაში და ქვეყნის განათარების საწყისი ადგილობრივი დონეზე, ადგილზე მცხოვრები მოქალაქის მონაწილეობით გადაწყვეტილების მიღებაშია - ამიტომაც, თვითმმართველობის არჩევნები საერთო სახელმწიფოებრივი არჩევნებია!

2017 წლის ოქტომბერში ამომრჩეველმა უნდა გააკეთოს მკაფიო და მტკიცე არჩევანი, რომლითაც წინ აღუდგება: არაუფლებამოსილი საპატრიარქოს მონაწილეობას სახელისუფლებო გადაწყვეტილებებში და ამ გზით ქვეყნის განვითარების შეფერხებას;
ხელისუფლების შესაძლებლობას შევიდეს კორუფციულ გარიგებებში საპატრიარქოსთან და ამ გზით მიიტაცოს და განიმტკიცოს ძალაუფლება;
საკუთარი უფლებამოსილების წართმევას და საკუთარი ცხოვრების გაუმჯობესების შეფერხებას“, - აღნიშნა კორძაიამ.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 666
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია