დაისვენე კურორტ ახალდაბაში
გია ვოლსკი მიხეილ სააკაშვილის შესახებ - რასაკვირველია, პროკურატურა ვალდებულია მოითხოვოს ექსტრადირება
ავტორი:
2017/სექტემბერი/06 14:00:02
{ "@context": "http://schema.org", "@type": "Article", "author": "Maka Chaganava", "datePublished": "2017-09-06 10:09:25", "headline" : "გია ვოლსკი მიხეილ სააკაშვილის შესახებ - რასაკვირველია, პროკურატურა ვალდებულია მოითხოვოს ექსტრადირება", "image" : "https://photo.interpressnews.ge/img/image27/1dc1fa903d58b91df298ef3a82dfbac4.jpg", "publisher" : "IPN" , "interactionCount": [ "UserTweets:0", "UserComments:0" ], "name": "გია ვოლსკი მიხეილ სააკაშვილის შესახებ - რასაკვირველია, პროკურატურა ვალდებულია მოითხოვოს ექსტრადირება" } { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/450787-gia-volski-mikheil-saakashvilis-shesakheb-rasakvirvelia-prokuratura-valdebulia-moithkhovos-eqstradireba.html", "headline": "გია ვოლსკი მიხეილ სააკაშვილის შესახებ - რასაკვირველია, პროკურატურა ვალდებულია მოითხოვოს ექსტრადირება", "datePublished": "2017-09-06 10:09:25", "dateModified": "2017-09-06 10:09:25", "description": "ადამიანს გარკვეული პასუხები აქვს გასაცემი, ძალიან სერიოზულ ბრალდებებზე. რასაკვირველია, პროკურატურა ვალდებულია მოითხოვოს ექსტრადირება, ", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "https://photo.interpressnews.ge/img/image27/1dc1fa903d58b91df298ef3a82dfbac4.jpg", "height": 470, "width": 246 } } ადამიანს გარკვეული პასუხები აქვს გასაცემი, ძალიან სერიოზულ ბრალდებებზე. რასაკვირველია, პროკურატურა ვალდებულია მოითხოვოს ექსტრადირება, - განაცხადა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ მიხეილ სააკაშვილის ექსტრადირების საკითხთან დაკავშირებით.

როგორც ვოლსკიმ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს სერიოზულ შეკითხვებზე აქვს პასუხი გასაცემი, ამიტომ პროკურატურა ვალდებულია მოითხოვოს სააკაშვილის ექსტრადირება.

„ყველა შემთხვევაში, აქ პოლიტიკური გადაწყვეტილებები არ უნდა იყოს მიღებული. შეიძლება ზოგი ცდილობს პოლიტიკური რაკურსით განიხილოს ეს საკითხი, მაგრამ მთავარი აქ არის კანონის მოთხოვნა, რომელიც ამ ქვეყანაში და სხვა დემოკრატიულ ქვეყნებში მოქმედებს. ადამიანს გარკვეული პასუხები აქვს გასაცემი, ძალიან სერიოზულ შეკითხვებზე და სერიოზულ ბრალდებებზე. რასაკვირველია, პროკურატურა ვალდებულია მოითხოვოს ექსტრადირება.

მე რას ველოდები, ამის მნიშვნელობა არ აქვს. მნიშვნელობა აქვს იმას, რომ პროკურატურამ იმოქმედოს კანონთან შესაბამისობაში. არავითარი პროგნოზი არ გამაჩნია, თუ კანონს წესს და საერთაშორისო ურთიერთობების მოთხოვნებს გავყვებით, ყველა შემთხვევაში საქართველო ის ქვეყანაა, სადაც ექსტრადირებულ ადამიანს არ ემუქრება არც პოლიტიკური დევნა და არც პოლიტიკური ნიშნით შევიწროვება. ვფიქრობთ, რომ უკრაინა ამ მონაცემებს გაითვალისწინებს. ყველა დამატებითი შეკითხვა ამასთან დაკავშირებით, პასუხები და ინტერპრეტაციები, რომელიც ჩემი კოლეგების მხრიდანაა, ეს მიმართულია იქითკენ, რომ პოლიტიკურ სკანდალის დამატებითი წინაპირობა შეიქმნას. ასე რომ, რაც ვთქვი ამის იქით არსებობს მხოლოდ პოლიტიკური ინტერესები და მეტი არაფერი", -განაცხადა გია ვოლსკიმ.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 729
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია