დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
ალექსი პეტრიაშვილი - ქართული მუსიკა ძალიან მრავალფეროვანია და ჩვენთვის რომ ეკითხათ, უფრო გემოვნებიანი არჩევანი იქნებოდა
ავტორი:
2013/ნოემბერი/30 00:30:02
ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრ ალექსი პეტრიაშვილს პარაფირების პროცესის მუსიკალურ გაფორმებასთან დაკავშირებით კომენტარის გაკეთება მოუწია.
როგორც ალექსი პეტრიაშვილმა ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის გადაცემა "პოზიციაში" ვილნიუსიდან პირდაპირი ჩართვისას განაცხადა, როგორი თემაც არის ისეთი იუმორითვე უპასუხებს დასმულ შეკითხვას, რათა შემდეგ გაუგებრობას არ ჰქონდეს ადგილი. მისი შეფასებით, სოციალურ ქსელში აშკარად გრძელდება და ძლიერდება "მახათისტური ტენდენციები".
სახელმწიფო მინისტრს მიაჩნია, რომ დღეს ისეთი ისტორიული მოვლენა მოხდა, მუსიკალურ გაფორმებასთან დაკავშირებით სერიოზული პასუხის გაცემა მნიშვნელოვან ღინისძიებას დაჩრდილავს. გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, იყო თუ არა ქართული პროტოკოლი ჩართული აღნიშნული მუსიკალური გაფორმების შერჩევაში, ალექსი პეტრიაშვილმა უპასუხა, რომ თავად მოისმენდა მაგალითად "ქუინების" შესრულებით სიმღერას "ჩვენ ვართ ჩემპიონები".
"თუმცა ქართული მუსიკა ძალიან მრავალფეროვანია და ჩვენთვის რომ ეკითხათ გარწმუნებთ, რომ უფრო გემოვნებიანი არჩევანი იქნებოდა ნამდვილად. მგონი მაგდენი კომპეტენცია გვაქვს ნამდვილად და მაგდენი გემოვნებაც გვაქვს, მაგრამ რეალურად, მასპინძელი ქვეყანა და ევროკავშირი როდესაც არის, შესაბამისად იღებს გადაწყვეტილებას", - განმარტა სახელმწიფო მინისტრმა.
ვილნიუსის სამიტზე, საქართველოსა და ევროკავშირს შორის პარაფირების ხელშეკრულებას "სულიკოსა" და "შალახოს" ფონზე მოეწერა ხელი.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1327
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია