დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
ირაკლი კობახიძე ისრაელის სახელმწიფოს ქნესეთის თავმჯდომარის მოადგილეს შეხვდა
ავტორი:
2017/სექტემბერი/05 18:00:02
{ "@context": "http://schema.org", "@type": "Article", "author": "Maka Chaganava", "datePublished": "2017-09-05 13:40:28", "headline" : "ირაკლი კობახიძე ისრაელის სახელმწიფოს ქნესეთის თავმჯდომარის მოადგილეს შეხვდა", "image" : "https://photo.interpressnews.ge/img/image27/558741e8a27ffb19d82b09c2cfc307b9.jpg", "publisher" : "IPN" , "interactionCount": [ "UserTweets:0", "UserComments:0" ], "name": "ირაკლი კობახიძე ისრაელის სახელმწიფოს ქნესეთის თავმჯდომარის მოადგილეს შეხვდა" } { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/450630-irakli-kobakhidze-israelis-sakhelmtsifos-qnesethis-thavmjdomaris-moadgiles-shekhvda.html", "headline": "ირაკლი კობახიძე ისრაელის სახელმწიფოს ქნესეთის თავმჯდომარის მოადგილეს შეხვდა", "datePublished": "2017-09-05 13:40:28", "dateModified": "2017-09-05 13:40:28", "description": "საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ისრაელის სახელმწიფოს ქნესეთის თავმჯდომარის მოადგილეს, ჰილიკ ბარს შეხვდა. ", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "https://photo.interpressnews.ge/img/image27/558741e8a27ffb19d82b09c2cfc307b9.jpg", "height": 470, "width": 246 } } საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ისრაელის სახელმწიფოს ქნესეთის თავმჯდომარის მოადგილეს, ჰილიკ ბარს შეხვდა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ პარლამენტიდან აცნობეს, შეხვედრაზე მხარეებმა საპარლამენტთაშორისო თანამშრომლობისა და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ისრაელის სახელმწიფოში დაგეგმილი ვიზიტის შესახებ ისაუბრეს.

„აღინიშნა, რომ ვიზიტის ფარგლებში ორი ქვეყნის უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოებს შორის ურთიერთობის შემდგომი გაღრმავების შესახებ კონკრეტულ წინადადებები იქნება განხილული. ასევე, საუბარი შეეხება ქვეყნებს შორის თანამშრომლობის სხვადასხვა მიმართულებით გააქტიურებას.
შეხვედრაზე ისაუბრეს ორ ქვეყანას შორის არსებულ მეგობრულ და პარტნიორულ ურთიერთობაზე. როგორც ითქვა, ქართველი და ებრაელი ერის მტკიცე, მრავალსაუკუნოვანი მეგობრობა ორმხრივი ურთიერთობების სიმყარეზე მეტყველებს. შეხვედრაზე ასევე ითქვა, რომ მიმდინარე წელს საქართველოსა და ისრაელის სახელმწიფოს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებიდან 25 წლისთავი აღინიშნება, რაც ორ ქვეყანას შორის ხანგრძლივ მეგობრობას კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს.

ქნესეთის თავმჯდომარის მოადგილემ ისრაელის სახელმწიფოს მიერ საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ურყევი მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაადასტურა“, - აღნიშნულია პარლამენტის ინფორმაციაში.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 662
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია