დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
გიორგი მარგველაშვილი და ირაკლი ალასანია ომის ვეტერანებს ხვდებიან
ავტორი:
2013/სექტემბერი/27 14:30:03
"ქართული ოცნების" პრეზიდენტობის კანდიდატი, გიორგი მარგველაშვილი თავდაცვის მინისტრ, ირაკლი ალასანიასთან ერთად "ექსპო-ჯორჯიას" მე-11 პავილიონში ომის ვეტერანებს ხვდება.
შეხვედრა, რომელსაც ათასზე მეტი ვეტერანი ესწრება, ირაკლი ალასანიამ გახსნა. მინისტრმა სამძიმარი გამოუცხადა ვეტერანებს და აფხაზეთის ომში დაღუპულ ოჯახებს, რის შემდეგაც სიტყვა გიორგი მარგველაშვილს გადასცა. პრეზიდენტობის კანდიდატმა ასევე სამძიმარი გამოუცხადა 20 წლის წინ, აფხაზეთის ომში დაღუპული ჯარისკაცების ოჯახებს. მთავარი აქცენტი ქვეყნის თავდაცვისუნარიანობაზე, კონფლიქტურ რეგიონებზე და ვეტერანების მდგომარეობაზე გააკეთა. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში მიმდინარეობს.
როგორც ომის ვეტერანმა კობა კობალაძემ "ინტერპრესნიუსს" განუცხადა, შეხვედრა საკმაოდ საინტერესოდ მიმდინარეობს.
"ჩვენ გვაინტერესებდა პრეზიდენტობის კანდიდატის ხედვა, თუ როგორ უყურებს ის ვეტერანების საკითხს. საუბარი საკმაოდ დამაჯერებლად და საინტერესოდ მიმდინარეობს", – განაცხადა კობა კობალაძემ.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1496
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია