დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
ნინო ბურჯანაძე - საერთაშორისო ორგანიზაციები მათი აზრის იგნორირებას არავის პატიობენ
ავტორი:
2017/სექტემბერი/04 20:00:02
{ "@context": "http://schema.org", "@type": "Article", "author": "Maka Chaganava", "datePublished": "2017-09-04 15:42:39", "headline" : "ნინო ბურჯანაძე - საერთაშორისო ორგანიზაციები მათი აზრის იგნორირებას არავის პატიობენ", "image" : "https://photo.interpressnews.ge/img/image27/350d5d9dad7acee604ee33f6d71b7749.jpg", "publisher" : "IPN" , "interactionCount": [ "UserTweets:0", "UserComments:0" ], "name": "ნინო ბურჯანაძე - საერთაშორისო ორგანიზაციები მათი აზრის იგნორირებას არავის პატიობენ" } { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/450437-nino-burjanadze-saerthashoriso-organizaciebi-mathi-azris-ignorirebas-aravis-patioben.html", "headline": "ნინო ბურჯანაძე - საერთაშორისო ორგანიზაციები მათი აზრის იგნორირებას არავის პატიობენ", "datePublished": "2017-09-04 15:42:39", "dateModified": "2017-09-04 15:42:39", "description": "„საერთაშორისო ორგანიზაციები არავის პატიობენ, მათი აზრის იგნორირებას“, - ასე გამოეხმაურა პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძე, ", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "https://photo.interpressnews.ge/img/image27/350d5d9dad7acee604ee33f6d71b7749.jpg", "height": 470, "width": 246 } } „საერთაშორისო ორგანიზაციები არავის პატიობენ, მათი აზრის იგნორირებას“, - ასე გამოეხმაურა პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძე, საპარლამენტო უმრავლესობაში დღეს გაკეთებულ განცხადებებს, რომ პარლამენტი აღარ დაელოდება ვენეციის კომისიის დასკვნას და სექტემბრის ბოლომდე მესამე მოსმენით ახალ კონსტიტუციას დაამტკიცებენ.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ „დემოკრატიული მოძრაობიდან“ აცნობეს, ნინო ბურჯანაძემ მნიშვნელოვანი გაფრთხილება უწოდა ტომას მარკერტის რეკომენდაციას თუ მოწოდებას, რომ საქართველო უნდა დაელოდოს ვენეციის კომისიის დასკვნას.

„ხელისუფლება უნდა დალოდებოდა ვენეციის კომისიის საბოლოო დასკვნას. რომელიც, წინასწარი ინფორმაციით, 7-8 ოქტომბერს უნდა გამოაქვეყნოს. განცხადებები იმის თაობაზე, რომ თურმე ვენეციის კომისიას განსხვავებული მოსაზრება და შენიშვნები არ გააჩნია, უბრალოდ ტყუილი და ფარსია. ბუკიოკიომ მკაფიოდ განაცხადა, რომ კონსენსუსის მიუღწევლობით იმედგაცრუებულია და ისინი მოითხოვენ, კონსტიტუციის მიღება ოქტობრის შუა რიცხვებამდე შეჩერდეს. იგივეს ამბობს ტომას მარკერტი. როდესაც შენ ვენეციის კომისიაში აგზავნი კონსტიტუციურ პროეექტს და მერე ამ დასკვნას არ ელოდები, ეს არის უბრალოდ თავხედობა, რომელსაც საერთაშორისო თანამეგობრობა არ პატიობს პოლიტიკურ ძალებს, მით უმეტეს ისეთ ქვეყანაში როგორიც საქართველოა, მითუმეტეს ისეთ პოლიტიკურ ძალას, რომელსაც მართავს ჩრდილიდან ოლიგარქი, მაგრამ უფრო მთავარია ეს არ აპატიოს ქართველმა ხალხმა“, - აცხადებს ნინო ბურჯანაძე.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 716
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია