დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
ლევან ვეფხვაძე არჩევნების შემდეგ "პოლიტიკური ტაიმ-აუტის" აღებას გეგმავს
ავტორი:
2014/აპრილი/06 09:30:02
"ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი ლევან ვეფხვაძე ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ "პოლიტიკური ტაიმ-აუტის" აღებას გეგმავს. ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" თავად ლევან ვეფხვაძემ განუცხადა, რითაც გავრცელებული ინფორმაცია, რომ "ქრისტიან-დემოკრატები" უკვე დატოვა, არ დაადასტურა.
"არჩევნების შემდეგ მინდა გარკვეული "ტაიმ-აუტის" აღება და ამიტომ საჯარო აქტიურობას ვერიდები, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ პარტიას და ოპოზიციურ გაერთიანებას ბოიკოტს ვუცხადებ. მე ჩემი მეგობრების გვერდით ვდგავარ და მათ მაქსიმალურად დავეხმარები, რომ არჩევნებზე მაღალი შედეგი აჩვენონ", - განაცხადა ვეფხვაძემ.
რაც შეეხება გავრცელებულ ინფორმაციას, რომ ის "დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერ ნინო ბურჯანაძესთან გაერთიანების წინააღმდეგი იყო, რის გამოც "ქრისტიან-დემოკრატიულ მოძრაობას" ემიჯნება, ვეფხვაძის თქმით, ოპოზიციურ ერთობაში გარკვეულ პერსპექტივას ხედავს და აქ მისი პერსონალური შეხედულება არაფერ შუაშია.
ერთიან ოპოზიციურ კოალიციაში, რომელმაც მერობის კანდიდატად დიმიტრი ლორთქიფანიძე დაასახელა, ოთხი პარტია - "დემოკრატიული მოძრაობა", "მემარცხენე ალიანსი", "ქართული დასი" და "ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა" შედის.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1087
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
მსგავსი სიახლეები
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია