დაისვენე კურორტ ახალდაბაში
ცესკოს ინფორმაციით, ახალქალაქის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს პარლამენტის ყოფილი წევრი და მისი შვილი სიცოცხლის მოსპობით დაემუქრნენ
ავტორი:
2017/სექტემბერი/03 12:00:01
{ "@context": "http://schema.org", "@type": "Article", "author": "Maka Chaganava", "datePublished": "2017-09-03 07:58:07", "headline" : "ცესკოს ინფორმაციით, ახალქალაქის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს პარლამენტის ყოფილი წევრი და მისი შვილი სიცოცხლის მოსპობით დაემუქრნენ ", "image" : "https://photo.interpressnews.ge/img/image27/86afafe391bb6c091a92759166ca3bd2.jpg", "publisher" : "IPN" , "interactionCount": [ "UserTweets:0", "UserComments:0" ], "name": "ცესკოს ინფორმაციით, ახალქალაქის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს პარლამენტის ყოფილი წევრი და მისი შვილი სიცოცხლის მოსპობით დაემუქრნენ " } { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/450231-ceskos-informaciith-akhalqalaqis-saolqo-saarchevno-komisiis-thavmjdomares-parlamentis-yofili-tsevri-da-misi-shvili-sicockhlis-mospobith-daemuqrnen.html", "headline": "ცესკოს ინფორმაციით, ახალქალაქის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს პარლამენტის ყოფილი წევრი და მისი შვილი სიცოცხლის მოსპობით დაემუქრნენ ", "datePublished": "2017-09-03 07:58:07", "dateModified": "2017-09-03 07:58:07", "description": "ახალქალაქში, ახალქალაქის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, ჰასმიკ მარანგოზიანის მიმართ საქართველოს პარლამენტის ყოფილმა წევრმა სამველ პეტროსიანმა და მისმა შვილმა გიორგი პეტროსიანმა ", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "https://photo.interpressnews.ge/img/image27/86afafe391bb6c091a92759166ca3bd2.jpg", "height": 470, "width": 246 } } ახალქალაქში, ახალქალაქის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, ჰასმიკ მარანგოზიანის მიმართ საქართველოს პარლამენტის ყოფილმა წევრმა სამველ პეტროსიანმა და მისმა შვილმა გიორგი პეტროსიანმა (გამგებლის რწმუნებული) განახორციელეს მუქარა, - ამის შესახებ ცესკო-ს სპიკერმა ანა მიქელაძემ დღეს გამართულ ბრიფინზე განაცხადა.

მისივე განმარტებით, ოლქის თავმჯდომარეს დაემუქრნენ, როგორც საკუთარი სიცოცხლის მოსპობით, ისე ოჯახის წევრის უკანონო თავისუფლების აღკვეთითა და ქონების დაზიანებით, კერძოდ, სახლის დაწვით.

„საყურადღებოა, რომ ჰასმიკ მარანგოზიანის განცხადებით, აღნიშნული პირების მხრიდან მსგავსი მუქარა მის მიმართ უკვე არაერთგზის განხორციელდა.
გარდა ამისა, გუშინვე, სამველ პეტროსიანმა ქუჩაში მიმავალ ახალქალაქის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მოადგილეს, პაატა ფანჯიკიძეს, მოპირდაპირე მხრიდან გაუჩერა მანქანა და მოსთხოვა ახსნა-განმარტებები მის საქმიანობასთან დაკავშირებით.

იქიდან გამომდინარე, რომ აღნიშნული ფაქტები შეიძლება შეიცავდეს დანაშაულის ნიშნებს, მოწოდებული ინფორმაცია შესასწავლად გადაეგზავნება პროკურატურას.

საარჩევნო ადმინისტრაციის საქმიანობაში ამ სახის ჩარევა უკვე საშიში ტენდენციის სახეს იღებს, რაც მოითხოვს ყველა ჩართული მხარის დროულ რეაგირებას და მაქსიმალურ ძალისხმევას ძალადობრივი ქმედებების პრევენციისთვის.

ცესკო კიდევ ერთხელ მიმართავს არჩევნებში მონაწილე მხარეებს თავი შეიკავონ საარჩევნო ადმინისტრაციის საქმიანობაში უხეში ჩარევისა და უკანონო ქმედებების განხორციელებისგან“,- აცხადებენ ცესკოში.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 718
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია