დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
შალვა შავგულიძე - თუ კონსტიტუციის ახალ რედაქციაში პროპორციულ სისტემაზე გადასვლა და პრეზიდენტის პირდაპირი არჩევის წესი არ აისახება, არ არის გამორიცხული, პრეზიდენტმა კონსტიტუციის პროექტს ვეტო დაადოს
ავტორი:
2017/ოქტომბერი/04 20:00:02
../photo/2015_02/0-00-1ATEB-2017/shavgulidze.jpg { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/455842-shalva-shavgulidze-thu-konstituciis-akhal-redaqciashi-proporciul-sistemaze-gadasvla-da-prezidentis-pirdapiri-archevis-tsesi-ar-aisakheba-ar-aris-gamorickhuli-prezidentma-konstituciis-proeqts-veto-daados.html", "headline": "შალვა შავგულიძე - თუ კონსტიტუციის ახალ რედაქციაში პროპორციულ სისტემაზე გადასვლა და პრეზიდენტის პირდა...", "datePublished": "2017-10-04 15:56:07", "dateModified": "2017-10-04 15:56:07", "description": ""თავისუფალი დემოკრატების" ლიდერის შალვა შავგულიძის განცხადებით, თუ კონსტიტუციის ახალ რედაქციაში ოპოზ...", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/photo/2015_02/0-00-1ATEB-2017/shavgulidze.jpg", "height": 470, "width": 246 } } { "@context":"http://schema.org", "@type":"Organization", "name":"IPN", "logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "url":"http://www.interpressnews.ge/ge/", "sameAs": [ "https://www.facebook.com/ipnge" ] } "თავისუფალი დემოკრატების" ლიდერის შალვა შავგულიძის განცხადებით, თუ კონსტიტუციის ახალ რედაქციაში ოპოზიციის მთავარი მოთხოვნა - პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლა და პრეზიდენტის პირდაპირი არჩევის წესი არ აისახება, არ არის გამორიცხული, რომ გიორგი მარგველაშვილმა კონსტიტუციის პროექტს ვეტო დაადოს.
შალვა შავგულიძე ჟურნალისტებთან პრეზიდენტისა და საპარლამენტო უმრავლესობის დღევანდელ შეხვედრას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ თუკი ეს ორი უმთავრესი საკითხი არ იქნება გათვალისწინებული, კონსენსუსი ვერ მიიღწევა.
"ქართული ოცნების" გარდა საქართველოში ფუნქციონირებადი ყველა პოლიტიკური ძალა, საპარლამენტო, თუ არასაპარლამენტო, დასავლური ორიენტაციის, თუ არადასავლური ორიენტაციის, ერთ საკითხზე თანხმდება, რომ 2020 წლისთვის სრულად პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლისა და პრეზიდენტის პირდაპირი არჩევის წესის შენარჩუნების გარეშე ვერ იქნება მიღწეული კონსენსუსის ის მინიმალური ხარისხი, რომელიც აუცილებელია კონსტიტუციური კანონის მიღებისთვის. ამის ასახვით, ერთობლივი დოკუმენტი პრეზიდენტის ინიციატივით, ოპოზიციური სპექტრის მიერ შემუშავდა. პრეზიდენტი იზიარებდა მაშინ ოპოზიციის ამ პოზიციას. რა თქმა უნდა, ვეტოს საკითხი ეს მხოლოდ პრეზიდენტის პრეროგატივაა. პრეზიდენტმა, შესაძლოა, ვეტო გამოიყენოს სხვა საკითხების გამოც, ამ ორი უმთავრესი პოზიციის გარდა. მაგრამ მე, პირადად, დარწმუნებული ვარ, რომ თუ ეს ორი უმთავრესი პოზიცია არ იქნება ასახული კონსტიტუციურ კანონში, ალბათ, პრეზიდენტი გამოიყენებს ვეტოს, ვინაიდან იგი ქართული ოპოზიციური სპექტრის ერთიან პოზიციას იზიარებდა", - განაცხადა შალვა შავგულიძემ.
წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 682
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია