დაისვენე კურორტ ახალდაბაში
ბორჯომში „საჯარო სამსახურის შესახებ“ ახალი კანონის პრინციპებზე მსჯელობენ
ავტორი:
2017/სექტემბერი/02 11:30:02
{ "@context": "http://schema.org", "@type": "Article", "author": "Maka Chaganava", "datePublished": "2017-09-02 07:25:11", "headline" : "ბორჯომში „საჯარო სამსახურის შესახებ“ ახალი კანონის პრინციპებზე მსჯელობენ", "image" : "https://photo.interpressnews.ge/img/image27/31cef7ad2729422ed429aad7d6ebb5d2.jpg", "publisher" : "IPN" , "interactionCount": [ "UserTweets:0", "UserComments:0" ], "name": "ბორჯომში „საჯარო სამსახურის შესახებ“ ახალი კანონის პრინციპებზე მსჯელობენ" } { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/450145-borjomshi-sajaro-samsakhuris-shesakheb-akhali-kanonis-principebze-msjeloben.html", "headline": "ბორჯომში „საჯარო სამსახურის შესახებ“ ახალი კანონის პრინციპებზე მსჯელობენ", "datePublished": "2017-09-02 07:25:11", "dateModified": "2017-09-02 07:25:11", "description": "ბორჯომში სამუშაო შეხვედრა იმართება, რომლის ფარგლებშიც ღონისძიების მონაწილეები „საჯარო სამსახურის შესახებ“ ახალ კანონში მოცემულ ", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "https://photo.interpressnews.ge/img/image27/31cef7ad2729422ed429aad7d6ebb5d2.jpg", "height": 470, "width": 246 } } ბორჯომში სამუშაო შეხვედრა იმართება, რომლის ფარგლებშიც ღონისძიების მონაწილეები „საჯარო სამსახურის შესახებ“ ახალ კანონში მოცემულ პრინციპებზე მსჯელობენ.

როგორც ”ინტერპრესნიუსს” საქართველოს პარლამენტიდან აცნობეს, 2 სექტემბერს, ბორჯომში, საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ეკა ბესელიას და საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარის, გიორგი კახიანის, ასევე, საჯარო სამსახურის ბიუროს ორგანიზებით, გაერო-ს განვითარების პროგრამის (UNDP) - მმართველობის რეფორმის ფონდისა (Governance Reform Fund) და შვედეთის მთავრობის მხარდაჭერით, სამუშაო შეხვედრა იმართება, რომლის ფარგლებშიც ღონისძიების მონაწილეები „საჯარო სამსახურის შესახებ“ ახალ კანონში მოცემულ პრინციპებზე მსჯელობენ.

მათივე ინფორმაციით, გუშინ განიხილეს ისეთი საკითხები, როგორიცაა: საჯარო მმართველობა, ბიუროკრატია და საჯარო მოხელე; რეფორმის არსი და კანონის ზოგადი ანალიზი; საჯარო სამსახურის ძირითადი ცნებები და პრინციპები; მოხელეთა რანგირება და კლასები. განხილულ საკითხებთან დაკავშირებით დისკუსია გაიმართა.

დღეს, სამუშაო შეხვედრის მონაწილეები იმსჯელებენ შემდეგ საკითხებზე: სამსახურში მიღება და კარიერის მართვა; რეორგანიზაცია, ლიკვიდაცია და შერწყმა; დისციპლინური პასუხისმგებლობა; სამსახურიდან გათავისუფლება და უფლების დაცვა. წარდგენილი იქნება, ასევე, „შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი.

სამუშაო შეხვედრაში მონაწილეობას იღებენ: პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე თამარ ჩუგოშვილი, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის და საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის წევრები, პარლამენტის აპარატის უფროსი ნიკოლოზ ნათენაძე, პარლამენტის აპარატის თანამდებობის პირები და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენლები.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 738
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია