დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
პრემიერ-მინისტრი "ფერერო ჯგუფის" ანგარიშის პრეზენტაციას დაესწრო
ავტორი:
2014/მაისი/23 18:00:02
"ფასეულობების გაზიარება ფასეულობის შესაქმნელად", – ამ სახელწოდებით "ფერერო ჯგუფმა" დღეს სოციალური პასუხისმგებლობის ანგარიში წარადგინა. იტალიის ელჩის რეზიდენციაში გამართულ პრეზენტაციას საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დაესწრო.
როგორც სიტყვით გამოსვლისას პრემიერმა აღნიშნა, მსგავსი ღონისძიება იდეებისა და გამოცდილების ურთიერთგაცვლის შესანიშნავი შესაძლებლობაა.
"ჩვენ შეგვიძლია ვისწავლოთ ერთმანეთისგან, რათა შევქმნათ უკეთესი ბიზნესგარემო ყველა დაინტერესებული მხარისთვის. საქართველომ მიაღწია ეკონომიკურ ზრდას, გავატარეთ რიგი მნიშვნელოვანი რეფორმები, რის სიკეთესაც უკვე გრძნობს ბიზნეს სექტორი. მე ვარ ამაყი, რომ ჩვენმა ხელისუფლებამ მოახერხა და გაატარა საჭირო რეფორმები საკუთრების უფლებების გასამყარებლად", – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
"ფერერო ჯგუფის" მიერ წარმოდგენილი სოციალური პასუხისმგებლობის სტრატეგია მოიცავს 2020 წლამდე განსახორციელებელ მიზნებს. როგორც ანგარიშის პრეზენტაციაზე აღინიშნა, ფერეროსთვის კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობა უმნიშვნელოვანესია და იგი განსაზღვრავს კომპანიის ბიზნეს მოდელს.
ღონისძიებას საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, მინისტრთა კაბინეტის წევრები, ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები დაესწრნენ.




წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1282
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
მსგავსი სიახლეები
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია