დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
საყდრისის კომიტეტი შესაბამის უწყებებს ფიტარეთის სამონასტრო კომპლექსის ე.წ. დაცვითი ზონის ტერიტორიაზე წარმოებულ სამუშაოებზე რეაგირებისკენ მოუწოდებს
ავტორი:
2017/აგვისტო/27 19:30:02
საყდრისის კომიტეტი კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოს, კულტურის მინისტრსა და საქართველოს მთავარ პროკურატურას ფიტარეთის სამონასტრო კომპლექსის ე.წ. დაცვითი ზონის ტერიტორიაზე წარმოებულ სამუშაოებზე რეაგირებისკენ მოუწოდებს.

როგორც ”ინტერპრესნიუსს” საყდრისის დაცვის კომიტეტიდან აცნობეს, ტერიტორიაზე კომპანია "არემჯი გოლდის" კუთვნილმა მძიმე ტექნიკამ გაურკვეველი სამუშაოები დაიწყო, რამაც მნიშვნელოვნად დააზიანა მონასტრის გალავანი.

”კომიტეტისთვის ცნობილი გახდა, რომ დაახლოებით 10 დღის წინ ფიტარეთის სამონასტრო კომპლექსის ე.წ. დაცვითი ზონის ტერიტორიაზე კომპანია "არემჯი გოლდის" კუთვნილმა მძიმე ტექნიკამ. გაურკვეველი სამუშაოები დაიწყო. მძიმე ტექნიკის მუშაობამ მნიშვნელოვნად დააზიანა მონასტრის გალავანი და მის მიმდებარედ ჯერ კიდევ მეცნიერულად შეუსწავლელი ხარო. სავარაუდოდ სრულადაა დანგრეული ძველი გალავნის ერთი ნაწილიც,

კომიტეტის წევრების თქმით სახეზეა სისხლის სამართლის დანაშაული. რადგან ფიტარეთის სამონასტრო კომპლექსს მინიჭებული აქვთ ეროვნული მნიშვნელობის კატეგორიის კულტურის უძრავი ძეგლის სტატუსი, ხოლო მოქმედი კანონმდებლობით კი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების დაზიანება- განადგურება აგრეთევ კულტურული მემკვიდრეობის დაცვითი ზონის რეჟიმის დარღვევა იძლევა სისხლის სამართლის დევნის საფუძველს.

საყდრისის კომიტეტი კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოს, კულტურის მინისტრსა და საქართველოს მთავარ პროკურატურას დაუყოვნებლივი რეაგირებისკენ მოუწოდებს”, - ნათქვამია საყდრისის კომიტეტის განცხადებაში. ამასთან, კომიტეტის წევრები ხვალ ბრიფინგზე ძეგლის დაზიანების დამამტკიცებელ კონკრეტულ მტკიცებულებების და ფოტომასალის წამოდგენას გეგმავენ.



წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 773
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია