დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
დვანში ადგილობრივებმა საკუთარი სათავსოების დაცლა დაიწყეს
ავტორი:
2013/ოქტომბერი/01 14:49:02
სოფელ დვანის განაპირა მხარეს ადგილობრივებმა საკუთარი სათავსოების დაცლა დაიწყეს. მათი ინფორმაციით, ეგრეთ წოდებულ საზღვარს იქით აგვისტოს ომის დროს დაზიანებული სამი სახლი შეიძლება მოექცეს და აღნიშნული სახლების მესაკუთრეები ცდილობენ, იქედან კუთვნილი ნივთები გამოიტანონ. სოფლის განაპირა მხარეს სახლების დაცლა დვანელებს ოსებმა 23 სექტემბერს მოსთხოვეს და ამისთვის ორი დღის ვადა მისცეს. ამგვარად, სათავსოების დაცლა მათ დღის ბოლომდე უნდა მოასწრონ. ადგილობრივები არ გამორიცხავენ იმასაც, რომ შესაძლოა, ეგრეთ წოდებული საზღვრის მეორე მხარეს დვანის ეკლესია და სკოლაც მოხვდეს. მათივე ინფორმაციით, დვანში კვლავაც გრძელდება მავთულხლართების მოსაწყობად ბოძების მონტაჟი.
წყარო: news.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1178
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია