დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
ალექსანდრე ლუკაშენკო - მსოფლიო მაქვს მოვლილი, მაგრამ გულწრფელად ვიტყვი, რომ საქართველოში ყოველთვის დიდი მოწიწებით ჩამოვდივარ
ავტორი:
2018/მარტი/22 16:30:02
../photo/2015_02/0-1APRILI-2015/lukashenko_6f408.jpg { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/484503-aleqsandre-lukashenko-msoflio-maqvs-movlili-magram-gultsrfelad-vityvi-rom-saqarthveloshi-yovelthvis-didi-motsitsebith-chamovdivar.html", "headline": "ალექსანდრე ლუკაშენკო - მსოფლიო მაქვს მოვლილი, მაგრამ გულწრფელად ვიტყვი, რომ საქართველოში ყოველთვის დ...", "datePublished": "2018-03-22 12:41:51", "dateModified": "2018-03-22 12:41:51", "description": "საქართველოში ყოველთვის დიდი მოწიწებით ჩამოვდივარ, - ამის შესახებ ბელარუსის პრეზიდენტმა ალექსანდრე ლუ...", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/photo/2015_02/0-1APRILI-2015/lukashenko_6f408.jpg", "height": 470, "width": 246 } } { "@context":"http://schema.org", "@type":"Organization", "name":"IPN", "logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "url":"http://www.interpressnews.ge/ge/", "sameAs": [ "https://www.facebook.com/ipnge" ] } საქართველოში ყოველთვის დიდი მოწიწებით ჩამოვდივარ, - ამის შესახებ ბელარუსის პრეზიდენტმა ალექსანდრე ლუკაშენკომ ავლაბრის სასახლეში, ქართველ კოლეგა გიორგი მარგველაშვილთან პირისპირ შეხვედრაზე განაცხადა.

მისივე თქმით, საქართველოსგან ბევრი ისწავლეს, განსაკუთრებით საბჭოთა კავშირის დროს.

“მე დიდი ხანია პრეზიდენტი ვარ. სხვადასხვა ქვეყანაში ვიმყოფებოდი. ფაქტობრივად, მსოფლიო მოვიარე, მაგრამ გულწრფელად ვიტყვი, რომ საქართველოში ყოველთვის დიდი მოწიწებით ჩამოვდივარ. თბილისში მეორედ ვარ, ადრე სოხუმში მომიწია ჩასვლა. სამწუხაროდ, ახლა სოხუმში ვერავინ მიდის. შესანიშნავი მხარეა, ჩემი საყვარელი მხარეა. ამიტომაც ყოველთვის მოწიწებით ჩამოვდივარ საქართველოში იმის მოლოდინით, რომ აქ გულთბილი და წესიერი ხალხი დამხვდება, როგორც ბელარუსში არიან ისეთები. მე აქ როგორც სახლში, ისე ჩამოვდივარ. აქ ჩვენთვის ახლო ხალხია. ბევრს ვსწავლობდით თქვენგან, განსაკუთრებით საბჭოთა კავშირის დროს. ქართველი მამაკაცები ყველაზე წარმატებულები და მდიდრები იყვნენ და ყველა გოგონას უყვარდა ისინი. ამიტომაც ასეთი კეთილი გრძნობები დაგვრჩა თქვენს მიმართ. მინდა დაგარწმუნოთ, რომ ბელარუსს არ აქვს დახურული თემები საქართველოსთან თანამშრომლობაში. ჩვენ ყოველთვის ვდგამთ ნაბიჯს საქართველოსთან მიმართებაში თანამშრომლობის კუთხით. ვფიქრობ, ჩვენ მივაღწევთ წელს 200 მილიონის ოდენობის სავაჭრო ბრუნვას“, - განაცხადა ალექსანდრე ლუკაშენკომ.

თავის მხრივ, პრეზიდენტმა მარგველაშვილმა განაცხადა, რომ ბელარუსსა და საქართველოს შორის არსებული ურთიერთობები სამაგალითოა ბევრი სხვა ქვეყნისთვის.

„მიხარია, რომ მაქვს შესაძლებლობა გიმასპინძლოთ მეგობრულ საქართველოში და გავაგრძელოთ ჩვენს ხალხებს შორის არსებული ურთიერთობები. ჩემი აზრით, ბელარუსსა და საქართველოს შორის არსებული ურთიერთობები სამაგალითოა ბევრი სხვა ქვეყნისთვის. ეს არის მაგალითი იმისა, თუ როგორ უნდა იმუშაონ ქვეყნებმა საკუთარი მოქალაქეების საკეთილდღეოდ. ამ ვიზიტის მნიშვნელობას ისიც უსვამს ხაზს, რომ ჩვენ გავაფორმებთ სხვადასხვა შეთანხმებას, მათ შორის ჩარჩო შეთანხმებას, რომელიც უახლოესი ათწლეულების მანძილზე ბელარუსი-საქართველოს ურთიერთობების განვითარებას განსაზღვრავს. გმადლობთ პირადი მეგობრობისთვის და იმისთვის, რასაც თქვენ საქართველოსა და ქართველებისთვის აკეთებთ”, - მიმართა მარგველაშვილმა კოლეგა პრეზიდენტს.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 513
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია