დაისვენე კურორტ ახალდაბაში
ლევან თარხნიშვილი - საკონსტიტუციო ცვლილებების პროცესში მარტო პოლიტიკური პარტიებით შემოფარგვლა, სწორი არ არის
ავტორი:
2017/აგვისტო/17 15:30:02
რაც მეტი ხალხი ჩაერთვება მოლაპარაკებების პროცესში, მით უკეთესი, მით უფრო, თუკი გავითვალისწინებთ, როგორ მიმდინარეობდა კონსტიტუციო ცვლილებების განხილვის პროცესი, - ამის შესახებ ”ინტერპრესნიუსს” პარტია “ევროპული საქართველოს” წევრმა ლევან თარხნიშვილმა განუცხადა, რომელიც პარლამენტში დანიშნულ ხვალინდელ კონსულტაციებში მიიღებს მონაწილეობას.

როგორც თარხნიშვილმა აღნიშნა, სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის მუშაობაში სხვადასხვა ჯგუფები მხოლოდ ფორმალურად იყო ჩართული და საბოლოო გადაწყეტილება კონსტიტუციაში შესატან ცვლილებებზე ”ქართულმა ოცნებამ” ერთპიროვნულად და მონოპოლიურად მიიღო.

”რა თქმა უნდა, რაც უფრო ფართო საზოგადოება ჩაერთვება ასეთი მნიშვნელოვანი საკითხების გადაწყვეტისა და მოლაპარაკებების პროცესში, მით უკეთესი. საარჩევნო სისტემის საკითხი, პრეზიდენტის არჩევის საკითხი და ასე შემდეგ, ძალიან მნიშვნელოვანია. შესაბამისად, ამის მარტო პოლიტიკური პარტიებით შემოფარგვლა, რა თქმა უნდა, სწორი არ არის”, - განუცხადა ”ინტერპრესნიუსს” ლევან თარხნიშვილმა.

საკონსტიტუციო რეფორმის საკითხზე მმართველი გუნდი ოპოზიციურ პარტიებს ხვალ, პარლამენტის სასახლეში შეხვდება. ამასთან, პრეზიდენტის შეფასებით, პოლიტიკურ პარტიებთან შეხვედრა კონსტიტუციის გადასინჯვის პროცესის ჩიხიდან გამოყვანის მხოლოდ დასაწყისია და შემდგომი ნაბიჯი კონსტიტუციურ ორგანოებთან და საზოგადოებრივ ჯგუფებთან დიალოგი უნდა იყოს.

პრეზიდენტის შეფასებით, პოლიტიკურ პარტიებთან შეხვედრა კონსტიტუციის გადასინჯვის პროცესის ჩიხიდან გამოყვანის მხოლოდ დასაწყისია და შემდგომი ნაბიჯი კონსტიტუციურ ორგანოებთან და საზოგადოებრივ ჯგუფებთან დიალოგი უნდა იყოს. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა ანა დოლიძემ იმ კითხვის საპასუხოდ განუცხადა, უნდა იყოს თუ არა პრეზიდენტის ადმინისტრაცია ჩართული საკონსტიტუციო ცვლილებების ირგვლივ განახლებულ კონსულტაციებში.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 688
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია