დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობებს შესაძლოა, დაფინანსება აღუდგეთ
ავტორი:
2013/ოქტომბერი/01 14:30:03
თბილისში ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობებს შესაძლოა,  დაფინანსება აღუდგეთ. როგორც დედაქალაქის მერმა გიგი უგულავამ თბილისის საკრებულოს ფრაქცია "დედაქალაქის" სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, ამხანაგობების დაფინანსების აღდგენის გადაწყვეტილება აღნიშნულ სხდომაზე ვერ იქნებოდა მიღებული, რადგან მან შეხვედრა საკრებულოს ერთ ფრაქციასთან გამართა, გადაწყვეტილებას კი საკრებულოს უმრავლესობა იღებს.
"მე იმედს ვიტოვებ, რომ მოხერხდება უმრავლესობის მობილიზება ამ კონკრეტულ საკითხთან დაკავშირებით, მაშინ გადაწყვეტილება, ბუნებრივია, მიღებული იქნება", - განაცხადა გიგი უგულავამ.
მისივე თქმით, შეეცდება საკრებულოს ყველა ფრაქცია დაარწმუნოს, რომ დღეს თბილისისთვის ამხანაგობების პროგრამა უალტერნატივოა.
"რამდენიმე საკითხია გამოსაყოფი, ძირითად წესზე შეჯერებულები ვართ. დასასრულებელია სხვადასხვა ტექნიკური დეტალი იმისათვის, რომ აღრიცხვიანობა კიდევ უფრო ოპტიმალური იყოს და რაც მთავარია, ინფორმაცია ამ თუ იმ კორპუსში ჩატარებულ სამუშაოებთან დაკავშირებით საჯარო და ხელმისაწვდომი იყოს. ბუნებრივია, ეს ჩვენს ინტერესებშიც შედის. რაც უფრო გამჭვირვალეა სისტემა, მით უფრო ნაკლებია შეკითხვა ამა თუ იმ პროექტთან დაკავშირებით. გაგრძელდება მუშაობა და ვფიქრობ, საკრებულოს სურვილის შემთხვევაში, შესაძლებელი იქნება ამ წესის დამტკიცება საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზეც კი", - განაცხადა გიგი უგულავამ.
რაც შეეხება დაფინანსების აღდგენის საკითხს, უგულავას თქმით, როგორც კი საკრებულო აღნიშნულ ცვლილებას მიიღებს, თბილისის მერია შესაბამის საბიუჯეტო ცვლილებებს წარადგენს, რის შემდეგაც საკრებულოს მსჯელობის შესაძლებობა ექნება.
"შევჯერდით იმაზეც, რომ გავაგრძელებთ მუშაობას, რათა მოიხსნას ის დისკრიმინაციული წესი, რომელიც 1, 2, 3-სართულიანი სახლების მიმართ არსებობს. ამაზე ჯერ კიდევ დასამუშავებელია ბევრი რამ, ციფრები არის დასათვლელი, თუმცა არსებითად შევთანმხდით, რომ აქაც ისეთი წესი უნდა მოვნახოთ რომ უპირატესობა კორპუსში მცხოვრებ და ძველ თბილისში მცხოვრებ ადამიანს შორის არ იყოს. სამუშაო რეჟიმში ვფიქრობ, ამ საკითხასც მოვაგვარებთ", - განაცხადა გიგი უგულავამ.
დედაქალაქის მერი, თბილისის საკრებულოს ფრაქცია "დედაქალაქის" მოწვევით ფრაქციის სხდომას ესწრებოდა, სადაც სხვა საკითხებთან ერთად, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობებში შექმნილ ვითარებაზე მსჯელობდნენ.
წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 973
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
მსგავსი სიახლეები
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია