დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
მიხეილ ჯანელიძე - მნიშვნელოვანია, რომ რეკორდული რაოდენობის მხარდაჭერა მივიღეთ - 81-მა სახელმწიფომ მხარი დაუჭირა დევნილების საკუთარ სახლებში დაბრუნების უფლებას
ავტორი:
2018/ივნისი/13 11:00:02
../photo/2015_02/0-00-1AAAAAAPR/janelidze_d5df5.jpg { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/498291-mikheil-janelidze-mnishvnelovania-rom-rekorduli-raodenobis-mkhardatcera-mivigheth-81-ma-sakhelmtsifom-mkhari-dautcira-devnilebis-sakuthar-sakhlebshi-dabrunebis-uflebas.html", "headline": "მიხეილ ჯანელიძე - მნიშვნელოვანია, რომ რეკორდული რაოდენობის მხარდაჭერა მივიღეთ - 81-მა სახელმწიფომ მხ...", "datePublished": "2018-06-13 07:16:47", "dateModified": "2018-06-13 07:16:47", "description": "მნიშვნელოვანია, რომ რეკორდული რაოდენობის მხარდაჭერა მივიღეთ - 81-მა სახელმწიფომ მხარი დაუჭირა დევნილ...", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/photo/2015_02/0-00-1AAAAAAPR/janelidze_d5df5.jpg", "height": 470, "width": 246 } } { "@context":"http://schema.org", "@type":"Organization", "name":"IPN", "logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "url":"http://www.interpressnews.ge/ge/", "sameAs": [ "https://www.facebook.com/ipnge" ] } მნიშვნელოვანია, რომ რეკორდული რაოდენობის მხარდაჭერა მივიღეთ - 81-მა სახელმწიფომ მხარი დაუჭირა დევნილების და იძულებით გადაადგილებული პირების საკუთარ სახლებში დაბრუნების უფლებას, - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე დევნილების შესახებ საქართველოს ინიცირებული რეზოლუციის მიღების შესახებ განაცხადა.

"მიუხედავად რუსეთის უპრეცენდენტო აქტიურობისა საერთაშორისო ფორმატებში საქართველოს წინააღმდეგ, ჩვენ მაინც ვახერხებთ საერთაშორისო საზოგადოების მობილიზებას იმ პრობლემატიკასთან დაკავშირებით, რომელიც ახლავს რუსეთ-საქართველოს კონფლიქტს, ოკუპირებულ ტერიტორიებს. ეს რეზოლუცია უმნიშვნელოვანესია დევნილების უფლებების საერთაშორისოდ აღიარებისთვის. მნიშვნელოვანია, რომ რეკორდული რაოდენობის მხარდაჭერა მივიღეთ - 81-მა სახელმწიფომ მხარი დაუჭირა დევნილების და იძულებით გადაადგილებული პირების საკუთარ სახლებში დაბრუნების უფლებას. დარწმუნებული ვართ, რომ საერთაშორისო საზოგადოების მხარდაჭერით აუცილებლად შესაძლებელი გახდება მათი უფლების აღსრულება",- განაცხადა ჯანელიძემ.

შეგახსენებთ, რომ გაერო-ს გენერალურმა ასამბლეამ 72-ე სესიაზე, კიდევ ერთხელ მიიღო საქართველოს მიერ ინიცირებული რეზოლუცია „აფხაზეთიდან, საქართველო და ცხინვალის რეგიონიდან/სამხრეთ ოსეთი, საქართველო იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა სტატუსის შესახებ".

2017 წელთან შედარებით, რეზოლუციის მხარდამჭერთა რიცხვი - ერთით, მოწინააღმდეგეთა რაოდენობა კი ორით გაიზარდა. რეზოლუციას 81-მა სახელმწიფომ დაუჭირა მხარი. 16 მოწინააღმდეგეს შორის კი არიან: ბელარუსი, ბურუნდი, სომხეთი, კუბა, ლაოსი, ნაურუ, ნიკარაგუა, ფილიპინები, რუსეთი, სამხრეთ სუდანი, ვენესუელა, ვიეტნამი და ზიმბაბვე.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 452
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია