დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
ხათუნა გოგალაძემ პარლამენტს ერთწლიანი მუშაობის ანგარიში ჩააბარა
ავტორი:
2013/სექტემბერი/30 18:30:02
გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრმა, ხათუნა გოგალაძემ პარლამენტს ერთ წლიანი მუშაობის ანგარიში ჩააბარა. აღნიშნულთან დაკავშირებით გოგალაძე პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის სხდომაზე იყო მიწვეული. შეხვედრაზე ასევე წარდგენილი იქნა ეროვნული სატყეო პოლიტიკის კონცეფცია.
საკანონმდებლო ორგანოში შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში მიმდინარეობდა და 4 საათი გასტანა.
"სიამაყით ვუსვამ ხაზს, რომ არც ერთ სხვა კომიტეტში მინისტრი ანგარიშით წარსადგენად წელიწადში 2-ჯერ არ მობრძანებულა. გვაქვს ჩამოყალიბებული სამინისტროსთან სამაგალითო თანამშრომლობა. დეპუტატების მხრიდან არ არსებობს კითხვა რაიმე კონკრეტულ საკითხის მიმართ, რომელზეც პასუხი არ ჰქონდეს როგორც მინისტრს, ასევე უწყებას. რა თქმა უნდა, არსებობს ბევრი განსხვავებული მოსაზრება, არის კრიტიკული შეფასებები. მიუხედავად იმისა, რომ უმრავლესობა და მთავრობა ერთი გუნდის წარმომადგენელები ვართ, ნურავინ იფიქრებს, რომ ჩვენ ყველაფერს "ტაშს დავუკრავთ", რაც სამინისტროში განხორციელდება. ვიქნებით კრიტიკულები. არის ბევრი გამოწვევა, რომელსაც უნდა ვუპასუხოთ", - განაცხადა კომიტეტის თავმჯდომარე, გია ცაგარეიშვილმა.
წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1220
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია