დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
ზაქარია ქუცნაშვილი შეწყალების კომისიის ახალი შემადგენლობით კმაყოფილია
ავტორი:
2013/ნოემბერი/26 14:30:02
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ზაქარია ქუცნაშვილი შეწყალების კომისიის ახალი შემადგენლობით კმაყოფილია.
როგორც დეპუტატმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, კომისიის შემადგენლობაში ჰუმანური და პრინციპული ადამიანები შედიან.
"ძალიან მომეწონა გიორგი მარგველაშვილის, როგორც საქართველოს პრეზიდენტის ერთ-ერთი პირველი გადაწყვეტილება, როდესაც მან აქცენტი გააკეთა სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებზე. იმ წარმომადგენლებზე, რომლებმაც თავის ცხოვრების წესით მოგვცეს მაგალითი პრინციპულობის და ამავდროულად ჰუმანურობის. ვფიქრობ, ალეკო ელისაშვილი არის პრინციპული და ჰუმანური პიროვნება. მას ეს ორი თვისება ხელს შეუწყობს იმაში, რომ კიდევ უფრო გამჭვირვალე გახდეს ეს პროცესი", - განაცხადა ქუცნაშვილმა.
ამასთან, ქუცნაშვილი მიიჩნევს, რომ შეწყალების უფლების გამოყენება პრეზიდენტს შეუზღუდავად არ უნდა შეეძლოს.
"აქ არის ერთი მთავარი პრობლემა, ეს არის სამართლებრივი რეგულაციების გასწორების საკითხი. ანუ მთავარი შეკითხვა არის დავუტოვოთ პრეზიდენტს შეუზღუდავი უფლებები შეწყალების უფლების გამოყენებაში, თუ მოვახდინოთ რაიმე ნორმებით შეზღუდვა. ვფიქრობ, არ უნდა არსებობდეს ქვეყანაში პირი, რომლის უფლება შეზღუდული არ იქნება, მათ შორის არც პრეზიდენტის",-განაცხადა ქუცნაშვილმა.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1209
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია