დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
ბიძინა ივანიშვილი - ჩემი საზოგადოების რიგებში ყოფნა, ხელს შეუწყობს ინვესტიციების შემოსვლას
ავტორი:
2013/სექტემბერი/30 12:30:03
პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი აცხადებს, რომ თანამდებობიდან წასვლის შემდეგ, იგი აქტიურად იქნება ჩართული საქართველოს ეკონომიკის აღმშენებლობის საქმეში.
როგორც ბიძინა ივანიშვილმა თანაინვესტირების ფონდის პრეზენტაციაზე განაცხადა, საქართველოში 27 ოქტომბერს დაგეგმილია არჩევნები, რომელსაც ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს.
"ამ არჩევნებს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, რომ საქართველოში პოლიტიკური სტაბილურობა მიიღწეოდეს, რომ არ იყოს ორმხრივი კრიტიკა, ორხელისუფლებიანობა, კოჰაბიტაციას რასაც ვეძახით ჩვენ, 27 ოქტომბერს დასრულდება და გარწმუნებთ, რომ საქართველოს ეყოლება ძალიან ღირსეული პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილის სახით. შესაბამისად, კარგი მთავრობა გვეყოლება და ჩემი გადასვლით უფრო რთულ ადგილზე - რასაც ჰქვია საზოგადოების რიგებში ყოფნა, გარწმუნებთ, კიდევ უფრო ხელს შეუწყობს ინვესტიციების შემოსვლას", - განაცხდა ბიძინა ივანიშვილმა.
მისივე თქმით, ჩვენ მივიღებთ დაბალანსებულ, დაწყნარებულ საზოგადოებას, პოლიტიკურად სტაბილურს და ეკონომიკურად გასაგებს. "საბოლოო ჯამში, ეს ყველაფერი ხელს შეუწყობს ეკონომიკის გაძლიერებას და საქართველოში დაიწყება ეკონომიკური აღორძინება. ჩვენ ევროატლანტიკური სივრციოსკენ სწრაფვასაც დავაჩქარებთ," – აღნიშნა პრემიერმა.
წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1160
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია