დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
მამუკა მდინარაძე - ხორავას ქუჩის საქმეზე „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენლების მხრიდან მტკიცებულებების ცალმხრივი გამოკვლევა ხდება
ავტორი:
2018/ივნისი/28 18:00:02
../photo/2015_02/0-00-1AAAAAAIVN/mdinaradze_6aa61.jpg { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/500893-mamuka-mdinaradze-khoravas-quchis-saqmeze-evropuli-saqarthvelos-tsarmomadgenlebis-mkhridan-mtkicebulebebis-calmkhrivi-gamokvleva-khdeba.html", "headline": " მამუკა მდინარაძე - ხორავას ქუჩის საქმეზე „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენლების მხრიდან მტკიცებულე...", "datePublished": "2018-06-28 14:11:22", "dateModified": "2018-06-28 14:11:22", "description": "ძალიან სამწუხაროა, რომ „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენლების მხრიდან ხდება მტკიცებულებების ცალმხრი...", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/photo/2015_02/0-00-1AAAAAAIVN/mdinaradze_6aa61.jpg", "height": 470, "width": 246 } } { "@context":"http://schema.org", "@type":"Organization", "name":"IPN", "logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "url":"http://www.interpressnews.ge/ge/", "sameAs": [ "https://www.facebook.com/ipnge" ] } ძალიან სამწუხაროა, რომ „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენლების მხრიდან ხდება მტკიცებულებების ცალმხრივი გამოკვლევა, ერთი მოწმის აბსტრაქტული და დაუკონკრეტებელი ჩვენების საფუძველზე დასკვნების გამოტანა და მტკიცებით ფორმაში საუბარი არ არის პასუხისმგებლიანი საქციელი, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმეზე შექმნილი დროებითი საგამოძიებო კომისიის მუშაობის პროცესში, „ევროპული საქართველოს“ წევრების განცხადებების პასუხად განაცხადა.

მისი თქმით, „ქართული ოცნების“ წევრები მტკიცებულებების ყოველმხრივ გამოკვლევასა და სიმართლის გარკვევას ცდილობენ.

როგორ მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, საგამოძიებო კომისიის შექმნისას საზოგადოებაში არსებული მთავარი კითხვები შეეხებოდა ფარდულს, გაღუნულ დანას და მირზა სუბელიანს. მისი თქმით, სუბელიანი დაკავებულია, მეორე დღეს გაირკვა, რომ დანა გაღუნული არ არის. ფარდულთან დაკავშირებით მდინარაძემ აღნიშნა, რომ საჭიროების შემთხვევაში სანტიმეტრების სიზუსტით შეიძლება მისი აღდგენა და ნებისმიერი ექსპერიმენტის თუ სხვა მოქმედების ჩატარება.
„ამ ფონზე, ერთი მოწმის აბსტრაქტული და დაუკონკრეტებელი ჩვენების საფუძველზე დასკვნების გამოტანა და მტკიცებით ფორმაში საუბარი არ არის პასუხისმგებლიანი საქციელი. „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენლები ასე თუ გააგრძელებენ ყველა მოწმის გამოკითხვის შემდეგ დასკვნების და კომენტარების კეთებას, სერიოზულად დააზარალებენ კომისიის იმიჯს და დამწყები გამომძიებლებივით დაემართებათ, ბრალის ფორმულირებას რომ ცვლიან ყოველი მოწმის დაკითხვის შემდეგ“,- განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 471
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია