დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
ნინო ბურჯანაძე - ჩვენ ვართ გაცილებით უფრო რთულ და დისკრიმინაციულ მდგომარეობაში, ვიდრე ნებისმიერი სხვა კანდიდატი
ავტორი:
2013/სექტემბერი/29 17:30:02
"დემოკრატიული მოძრაობის" საპრეზიდენტო კანდიდატი, ნინო ბურჯანაძე, წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში საქართველოს რეგიონებში შეხვედრებს განაგრძობს.
პარტიის ინფორმაციით, დღეს "დემოკრატიული მოძრაობის" თავმჯდომარე პარტიის წევრებსა და "სახალხო კრების" ლიდერებთან ერთად კასპის მოსახლეობას ხვდება.
ნინო ბურჯანაძის განცხადებით, შეხვედრის მიზანი არის მოსახლეობისთვის საპრეზიდენტო პროგრამის ძირითადი დებულებების გაცნობა.
როგორც ბურჯანაძემ აღნიშნა, მოსახლეობას აწუხებს სოციალური და ეკონომიკური პრობლემები, მაგრამ ყველაზე მტკივნეულია მათთვის ის, რაც დღეს ახალგორში ხდება.
"ეს ადამიანები კარგად ხვდებიან, რომ ტერიტორიული მთლიანობის, სოციალურ-ეკონომიკური პრობლემების მოგვარებას სჭირდება გამოცდილი და კომპეტენტური პოლიტიკოსი, რომელმაც კარგად იცის ქვეყანას როგორ უნდა უშველოს",-განაცხადა ბურჯანაძემ.
მისივე განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ მას არ აქვს უფასო საეთერო დრო და მოსახლეობამდე უჭირს თავისი საპრეზიდენტო პროგრამის ძირითადი გზავნილების მიტანა, იმედი გამოთქვა, რომ მას მაინც დიდი მხარდაჭერა ექნება ამ ადამიანების მხრიდან.
"სამწუხაროა, რომ ჯერჯერობით ჩემთვის არ გადაწყდა უფასო საეთერო დროს მოცემა. ჩვენ ვართ გაცილებით უფრო რთულ და დისკრიმინაციულ მდგომარეობაში, ვიდრე ნებისმიერი სხვა კანდიდატი, მაგრამ მიუხედავად ამისა, ჩვენ მაინც გავიმარჯვებთ",-განაცხადა ბურჯანაძემ.
დღესვე ნინო ბურჯანაძე სამტრედიისა და ჯიხაიშის მოსახლეობას შეხვდება.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1191
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია