დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
გიორგი მარგველაშვილი ყირგიზ კოლეგას შეხვდა
ავტორი:
2014/ოქტომბერი/25 18:00:02
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი იაპონიაში ოფიციალური ვიზიტის დასრულების შემდეგ, გავლითი ვიზიტის ფარგლებში ბიშკეკში ყირგიზეთის პრეზიდენტს ალმაზბეკ ატამბაევს პირისპირ შეხვდა, რის შემდეგაც ვახშამი გამართა.
საქართველოს პრეზიდენტს ბიშკეკის საერთაშორისო აეროპორტში "მანას - 2", ყირგიზი კოლეგა საპატიო ყარაულის თანხლებით დახვდა. გიორგი მარგველაშვილმა ალმაზბეკ ატამბაევს იაპონიაში ოფიციალური ვიზიტის შთაბეჭდილებები გაუზიარა.
შეხვდრისას მხარეებმა საქართველო-ყირგიზეთის ურთიერთობის სამომავლო პერსპექტივებზე, ასევე ორმხრივი ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავებაზე ისაუბრეს.
ქვეყნის ლიდერებმა აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე შექმნილი მდგომარეობა განიხილეს. საქართველოს პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა რუსეთ-აფხაზეთს შორის ე.წ. ხელშეკრულების "მოკავშირეობისა და ინტეგრაციის შესახებ" დაუშვებლობა. გიორგი მარგველაშვილი და ალმაზბეკ ატამბაევი უკრაინაში განვითარებულ მოვლენებსაც შეეხნენ.
ქვეყნის პირველმა პირმა მადლობა გადაუხადა ყირგიზ კოლეგას გულთბილი მიღებისა და მასპინძლობისათვის. გიორგი მარგველაშვილმა ალმაზბეკ ატამბაევი საქართველოში მოიწვია და ყირგიზეთის პრეზიდენტისგან თანხმობა მიიღო.
საქართველოს პრეზიდენტს ყირგიზეთის საერთაშორისო აეროპორტში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ყირგიზეთსა და ყაზახეთის რესპუბლიკებში ზურაბ პატარაძეც დახვდა.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1043
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
მსგავსი სიახლეები
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია