დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
თბილისის საკრებულოს სხდომაზე გიორგი ნემსაძესა და მამუკა გუგეშაშვილს შორის დაპირისპირება მოხდა
ავტორი:
2013/სექტემბერი/27 18:30:03
თბილისის საკრებულოს სხდომა გიორგი ნემსაძესა და მამუკა გუგეშაშვილს შორის დაპირისპირების გამო შეწყდა.
როგორც "ინტერპრესნიუსის" კორესპონდენტი საკრებულოდან იუწყება, კონფლიქტი საკრებულოს სხდომაზე, ბინათმენაშენეთა პროგრამების დაფინანსების საკითხის განხილვისას დაიწყო.
გიორგი ნემსაძემ საკუთარ თავს მსხვერპლი უწოდა და აღნიშნა, რომ "ნაციონალურმა მოძრაობამ" დააზარალა. საპასუხოდ, უმცირესობის წევრმა მამუკა გუგეშაშვილმა ნემსაძე "ნაციონალური მოძრაობის" სახელით მეორედ კენჭისყრისთვის გააკრიტიკა.
ურთიერთშელაპარაკების შემდეგ ნემსაძემ და გუგეშაშვილმა საკრებულოს სხდომა დატოვეს და კაბინეტში გადაინაცვლეს. ინციდენტში საკრებულოს რამდენიმე დეპუტატი ჩაერია. საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი შიხიაშვილმა კი აღელვებულ დეპუტატებს სხდომათა დარბაზში დაბრუნებისკენ მოუწოდა.
საკრებულოს სხდომა ხმაურის ფონზე მიმდინარეობდა. როგორც საკრებულოს უმრავლესობის წევრმა, ბესარიონ ბენდელიანმა განაცხადა, ქალაქის მთავარ პრობლემას გიგი უგულავა წარმოადგენს, რადგან იგი "ყველაფერს სისხლით აშენებდა". აღნიშნულმა განცხადებამ სხდომაზე ხმაური და სიტყვიერი დაპირისპირება გამოიწვია. საკრებულოს სხდომა უკვე დასრულდა.
წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1253
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია