დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
საია დეპუტატებს და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებს მიმართავს
ავტორი:
2014/ოქტომბერი/23 14:30:02
საია პარლამენტარებს და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებს მოუწოდებს, სასამართლო ხელისუფლების მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებზე კრიტიკული განცხადებების გაკეთებისგან თავი შეიკავონ.
როგორც "ინტერპრესნიუსს" საიას საპარლამენტო მდივანმა ანა ნაცვლიშვილმა განუცხადა, სასამართლოს დამოუკიდებლობა და ავტორიტეტი ეს არის ძალიან მაღალი ღირებულება, რომელიც დემოკრატიულ სახელმწიფოში უნდა იყოს დაცული.
"ამის დაცვის უპირველესი ვალდებულება აკისრია ხელისუფლების სხვა შტოებს, როგორიც არის აღმასრულებელი და საკანონდებლო ხელისუფლება. ამ შემთხვევაში ძალიან ბევრი სტანდარტი ამბობს, როგორც არ უნდა მოიქცნენ აღმასრულებელი და საკანონდებლო ხელისუფლების წარმომადგნლები სასამართლო ხელისუფლებასთან მიმართებაში, მათ შორის კონკრეტულ მოსამართლესთან მიმართებაში, კონკრეულ განაჩენთან დაკავშირებით თავისი პოზიციის გამოხატვისას", - აცხადებს ანა ნაცვლიშვილი.
მისი თქმით, ევროსაბჭოს ერთ-ერთი რეკომენდაცია, რომელიც სასამართლოს დამოუკიდებლობას, ეფექტურობას და პასუხისმგებლობას ეხება, ამბობს იმას, რომ როდესაც მოსამართლის მიერ გამოტანილ გადაწყვეტილებაზე აღმასრულებელი ან საკანონდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები აკეთებენ კომენტარებს, ან რაიმე სხვა ქმედებას ახორციელებენ, ამასთან მიმართებაში, მათ თავი უნდა შეიკავონ ისეთი კრიტიკული განცხადებებისაგან, რამაც შეიძლება ძირი გამოუთხაროს ან ეჭვის ქვეშ დააყენოს სასამართლოს დამოუკიდებლობა, ან სასამართლოს მიმართ საზოგადოების რწმენა.
"მათ ევალებათ საჯარო კომენტირებისას, სხვა მოქმედებების დროს არ დააყენონ კითხვის ნიშნის ქვეშ თავიანთი მზაობა, რომ დაემორჩილონ სასამართლოს გადაწყვეტილებას განურჩევლად იმისა, მოსწონთ თუ არა გადაწყვეტილება და ერთადერთი გამონაკლისი, რაც ამ რეკომენდაციით არის გათვალისწინებული. ეს არის ვთქვათ პარლამენტარი, ან აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენელი ამბობს, რომ მე ამ გადაწყვეტილებას გავასაჩივრებ, ესეც რა თქმა უნდა იმ შემთხვევაში, როდესაც ის მხარეს წარმოადგენს, სხვა შემთხვევაში კი ვერ გაასაჩივრებს სხვა ადამიანებთან მიმართებაში მიღებულ გადაწყვეტილებას. მარტო ამ სტანდარტს რომ შევხედოთ მსხგავსი განცხადებები არ არის სასურველი და თავი უნდა შეიკავონ პარლამენტარებმაც და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებმაც ზოგადად ასეთი ტიპის მოქმედებებისაგან", - განაცხადა საიას საპარლამენტო მდივანმა.
საპარლამენტო უმცირესობის ერთ-ერთმა ლიდერმა აკაკი მინაშვილმა, მოსამართლე ბესიკ ბუგიანიშვილს ბაჩო ახლაიას და სხვათა მიმართ განაჩენის სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადების შემდეგ მოკლე ტექსტური შეტყობინება მიწერა. თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნული იყო, რომ - ბესიკ ბუგიანიშვილმა საქართველოს პარლამენტის წევრ აკაკი მინაშვილისგან მობილურ ტელეფონზე შეურაცხმყოფელი ტექსტური შეტყობინება მიიღო. თავად მინაშვილმა კი მოსამართლისთვის მიწერილი შეტყობინა გაასაჯაროვა, "ვისაც გინდა ანახე ეს გზავნილი - მარტივად გეტყვი და საჯაროდაც ვეტყვი ყველას მონა ხარ!" ამ ადამიანმა ყველაზე კარგად იცის, რომ ამ განაჩენით კრიმინალური სამყაროს თანამოზიარე და გულშემატკივარი გახდა. შევახსენებ ბატონ ბუგიანიშვილს, რომ ძირითადმა მოწმეებმა სასამართლოზე განაცხადეს, რომ პატივს ცემდნენ ქურდულ სამყაროს!" , - აცხადებდა მინაშვილი.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 915
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია