დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
მიხეილ სააკაშვილი - ახალი მთავრობა ინსტიტუტებისთვის ძირის გამოთხრის პროგრამით მოვიდა
ავტორი:
2013/სექტემბერი/27 10:00:02
ჩვენ შევქმენით იმდენად ძლიერი ინსტიტუტები, რომ როდესაც ახალი მთავრობა მათთვის ძირის გამოთხრის მკაფიო პროგრამით მოვიდა, მაინც ვერაფერი მოუხერხა , - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ 2013 წლის კონკორდიას სამიტის გახსნასთან დაკავშირებულ მიღებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მიხეილ სააკაშვილის თქმით, საქართველომ მსოფლიო ბანკის რეიტინგში ბიზნესის სიმარტივის კუთხით 137-დან მე-9 ადგილზე გადაინაცვლა.
"პირველად, განვითარებადმა ქვეყანამ ათეულში შესვლა შეძლო. მსოფლიო ბანკის მონაცემებით, გავხდით მსოფლიოს ნომერ პირველი რეფორმატორი. ჩვენ გვაქვს მსოფლიოში ყველაზე სწრაფი საბაჟო პროცედურები, ასევე ბიზნესის რეგისტრაციის, ქონების გადაფორმების და ID ბარათების აღების ყველაზე სწრაფი პროცედურები. ეს არის ქვეყანა, რომელმაც ენერგოემბარგოს გაუძლო. 2008 წელს გავხდით ოკუპაციის სამიზნეები, როდესაც რუსეთი 100 000-იანი არმიით შემოიჭრა – იმავე რაოდენობის ჯარით, რითაც 70-იან წლებში ავღანეთში შევიდნენ. საქართველომ ამ ყველაფერს გაუძლო. ჩვენ გადავურჩით ემბარგოს, განვვითარდით, გავიზარდეთ და უცხოური ინვესტიციებისთვის მიმზიდველი გავხდით", - განაცხადა პრეზიდენტმა.
მიხეილ სააკაშვილის თქმით, საქართველომ მიაღწია სტაბილურობას, განვითარდა და გახდა ყველაზე ნაკლებად კრიმინალური ქვეყანა ევროპაში, თუმცა, ხელისუფლების ცვლილების შემდეგ გარკვეული სირთულეები წარმოიქმნა.
"ჩვენ შევქმენით იმდენად ძლიერი ინსტიტუტები, რომ როდესაც ახალი მთავრობა მათთვის ძირის გამოთხრის მკაფიო პროგრამით მოვიდა, მაინც ვერაფერი მოუხერხა. ხალხმა გაიგო კორუფციის გარეშე ცხოვრების გემო. როდესაც ამის გემოს გაიგებ, სხვა მთავრობას უკვე სასწაულს მოსთხოვ. არავინ შეეგუება წარსულში დაბრუნებას. პოსტსაბჭოთა სივრცეში ჩვენ შევქმენით რაღაც, სადაც შეიძლება გვქონდეს დემოკრატია, სიტყვის თავისუფლება, ქმნიდე ნორმალურ საზოგადოებას. ეს განხორციელებადი მიზანია", - აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა.
საქართველოს პრეზიდენტის გამოსვლის ქართული თარგმანი ტელეკომპანია "რუსთავი 2"-მა გაავრცელა.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1088
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია