დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
ირაკლი ღარიბაშვილი ბენიამინ ნეთანიაჰუს შეხვდა
ავტორი:
2014/იანვარი/28 16:00:10
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს შეხვდა. ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" პრემიერის ადმინისტრაციიდან აცნობეს. შეხვედრის დაწყებამდე კი, ორი ქვეყნის მთავრობის თავმჯდომარეებმა ჟურნალისტებისთვის განცხადება გააკეთეს.
როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, პრემიერ-მინისტრთან საუბარი შეეხება ორმხრივი ურთიერთობის აქტუალურ საკითხებს, ასევე რეგიონულ და საერთაშორისო უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ თემებს.
"დღეს გაიმართა ერთობლივი ეკონომიკური კომისიის პირველი სხდომა. მხარეებმა ხელი მოაწერეს ორ დოკუმენტს: თანამშრომლობის მემორანდუმსა და კომისიის სხდომის შედეგების ოქმს. კომისიის მიზანია ჩვენს ქვეყნებს შორის სავაჭრო და ეკონომიკური თანამშრომლობის მხარდაჭერა.ჩვენ ვცდილობთ, შევქმნათ ხელსაყრელი საფუძველი ორმხრივი სავაჭრო ურთიერთობების გასაღრმავებლად მთელი მსოფლიოს მასშტაბით. შესაბამისად, განსაკუთრებულ მნიშვნელობას ვანიჭებთ მოლაპარაკებებს საქართველოსა და ისრაელის სახელმწიფოს შორის თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების შესახებ." - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა.
დასასრულს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა თავის კოლეგას მოწვევისათვის მადლობა გადაუხადა. თავის მხრივ, პრემიერის ვიზიტის შესახებ კმაყოფილება გამოხატა ბენიამინ ნეთანიაჰუმაც.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1258
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია