დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
დავით ბაქრაძე NDI-ის კვლევებს ენდობა
ავტორი:
2013/სექტემბერი/26 16:00:02
,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის"" საპრეზიდენტო კანდიდატი დავით ბაქრაძე NDI-ის კვლევების შედეგებს ენდობა. როგორც დავით ბაქრაძემ დღეს გარდაბანში , საარჩევნო შტაბის გახსნის შემდეგ განაცხადა, NDI სეროზული საერთაშორისო ორგანიზაციაა და კვლევის შედეგებში ეჭვის შეტანის არანაირი საფუძველი არ აქვს.
,,თავად ის ფაქტი, რომ ჩემსა და სახელისუფლებო კანდიდატს შორის სხვაობა მხოლოდ 20%-ია, იმას მოწმობს, რომ საკმაოდ კონკურენტუნარიანი და მწვავე საპრეზიდენტო არჩევნები გველის. მთავარია სიმშვიდე და სტაბილურობა შევინარჩუნოთ," – განაცხადა დავით ბაქრაძემ.
დავით ბაქრაძემ დღესვე პრემიერ-მინისტრის ექსპერტებთან და პოლიტოლოგებთან შეხვედრაზეც გააკეთა კომენტარი. მისი თქმით, მისასალმებელია რომ პრემიერ-მინისტრი ექსპერტებს შეხვდა, მაგრამ სასურველი იქნებოდა ნაკლები კონფრონტაცია იყოს და ბევრი საქმიანი საუბარი.
NDI-ის კვლევის თანახმად, კითხვაზე - ვის ისურვებდით საქართველოს შემდეგ პრეზიდენტად, გამოკითხულთა 39%-მა გიორგი მარგველაშვილი დაასახელა,
მეორე ადგილზე 18 პროცენტით არის დავით ბაქრაძე.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1129
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია