დაისვენე კურორტ ახალდაბაში
ალექსი პეტრიაშვილი - დიცისა და დვანის საკითხზე მთავრობა ორი მიმართულებით მუშაობს
ავტორი:
2013/სექტემბერი/25 13:30:02
დიცისა და დვანის საკითხთან დაკავშირებით მთავრობა ორი მიმართულებით მუშაობს, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ალექსი პეტრიაშვილმა განუცხადა.
მისი თქმით, პირველი არის საერთაშორისო მხარდაჭერის მაქსიმალურად მობილიზება და ამ მიმართულებით ყველაფერი კეთდება. მინისტრის განცხადებით, მთავრობის ხელთ არსებული რესურსი სრულად არის ამოქმედებული.
ალექსი პეტრიაშვილის განცხადებით, ასევე მუდმივ სამუშაო რეჟიმშია საქართველოს წარმომადგენლობები საზღვარგარეთ და განსაკუთრებით, ეს ეხება ბრიუსელს, სადაც არის ნატოს და ევროკავშირის შტაბ-ბინები.
"გუშინ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა ევროპარლამენტთან და ევროპის სახალხო პარტიის წევრებთან შეხვედრის დროს, ძალიან მკაფიოდ დააფიქსირა საქართველოს მთავრობის თხოვნა და პრინციპული პოზიცია, რომ ევროპარლამენტმა მოახდინოს რეზოლუციის შემუშავება, საქართველოს ოკუპაციასთან და საოკუპაციო ზოლების გავლებასთან დაკავშირებით და მოახდინოს ზეწოლა რუსეთზე, რათა შეწყდეს ეს საოკუპაციო ზოლის გავლება ჩვენი ქვეყნის ტერიტორიაზე", - განაცხადა ალექსი პეტრიაშვილმა.
მისივე თქმით, მეორე მიმართულება არის ის, რომ საქართველოს მთავრობა ძალიან აქტიურად მუშაობს საკუთარ მოქალაქეებთან, რათა მათ მაქსიმალურად ხელი შეუწყოს ამ რთულ ვითარებაში.
"საქართველოს მთავრობა აქტიურად მუშაობს, რომ ამ პირობებში მაქსიმალურად დაეხმაროს და ნორმალური ყოფითი პირობები შეუქმნას მოსახლეობას, ჩვენ თითოეული მათგანის გვერდით ვიქნებით", - განაცხადა ალექსი პეტრიაშვილმა.
წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1158
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია