დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დავით უსუფაშვილი - ევროსაბჭოს დელეგაციამ აღნიშნა, რომ საქართველოში წინასაარჩევნო გარემო საკმაოდ კარგია
ავტორი:
2013/სექტემბერი/24 22:30:02
პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის ჯგუფის წევრებს შეხვდა. როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ პარლამენტის თავმჯდომარემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის ჯგუფის საქართველოში ვიზიტი ნიშნავს იმის შეხსენებას, რომ არჩევნები ახლოვდება და ევროსაბჭოს სადამკვირვებლო მისისა ემზადება ამ არჩევნების სრულფასოვანი სადამკვირვებლო მისიის გამოსაგზავნად.
"ეს არის წინასწარი დელეგაცია, რომელშიც ყველა ევროპული წამყვანი პარტიის წარმომადგენლები არიან გაერთიანებული. ჩვენ გვქონდა ძალიან საინტერესო საუბარი, ძალიან დეტალურ ტექნიკურ საკითხებზე, პოლიტკურ საკითხებზეც. მე კმაყოფილებით მინდა აღვნიშნო, რომ მათი ერთსულოვანი განცხადებით, საქართველოში წინა წლებთან შედარებით, გაცილებით უკეთესი წინასაარჩევნო გარემოა", - აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ.
დავით უსუფაშვილის ცნობით, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის ჯგუფის წევრებმა შეხვედრაზე აღნიშნეს, რომ საქართველოში წინასაარჩევნო გარემო საკმაოდ კარგია. "ეს არჩევნები უნდა იყოს სამაგალითო და ჩვენ ამისთვის ენერგიას არ დავიშურებთ. ჩვენ დამკვირვებლების რეკომენდაციებს მივიღებთ, მაგრამ ამ წუთის მდგომარეობით შემიძლია თამამად და სიამაყით განვაცხადო, რომ გეგმების მიხედვით მიმდინარეობს საქართველოში ამ თემის დახურვა, არჩევნები ჩატარდება გაუყალბებლად და დიახ, ჩვენ ამას შევძლებთ", - განაცხადა უსუფაშვილმა.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1265
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია