დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
მარგველაშვილი: "რუსი პოლიტიკოსები უაღრესად უხერხულ მდგომარეობაში ვარდებიან"
ავტორი:
2013/სექტემბერი/24 15:56:02
კოალიცია "ქართული ოცნების" პრეზიდენტობის კანდიდატი გიორგი მარგველაშვილი რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის გრეგორი კარასინის განცხადებას, ეხმაურება. მარგველაშვილი ამბობს, რომ რუსი პოლიტიკოსები უაღრესად უხერხულ მდგომარეობაში ვარდებიან და მთელ სამყაროს უპირისპირდებიან, როცა საქართველოსთან დაკავშირებით საუბრობენ. "ქართული საგარეო უწყება დაძაბულობის მოხსნის, ნდობის აღდგენის მიმართულებით მუშაობს. ისტერიული ჩვენი მთავრობის საქმიანობაში არაფერი არაა. რუსებს სიმშვიდისკენ მოვუწოდებ", - განაცხადა მარგველაშვილმა. შეგახსენებთ, რომ გრიგორი კარასინმა განაცხადა, რომ საქართველოს ხელისუფლების მხრიდან, მიმდინარეობს პროპაგანდისტული ისტერიკა ცხინვალის ხელისუფლების აბსოლუტურად კანონზომიერ ქმედებაზე, რომელიც სახელმწიფო სასაზღვრო რეჟიმის გაძლიერებას ისახავს მიზნად. პრეზიდენტობის კანდიდატი დიცსა და დვანში განვითარებულ მოვლენებსაც გამოეხმაურადა და განაცხადა, რომ ეს დიდი პრობლემაა, რადგან კონკრეტულ ოჯახსებსა და ადამიანებს უკავშირდება. თუმცა, მისივე განცხადებით, ამ პროცესს მომავალი არ აქვს. მარგველაშვილმა ამ პროცესში ჩართვისკენ ევროპელ კოლეგებსაც მოუწოდა.
წყარო: news.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1189
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია