დაისვენე კურორტ ახალდაბაში
ბარაკ ობამამ სიგარეტის მოწევას თავი მეუღლის შიშით დაანება
ავტორი:
2013/სექტემბერი/24 15:39:02
აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ სიგარეტის მოწევას მეუღლის შიშით დაანება თავი. ორშაბათს, CNN-ის ეთერში ვიდეოჩანაწერი გავრცელდა, სადაც ობამა ამის შესახებ საუბრობს. აშშ-ის პრეზიდენტი გაერო-ს სპეციალურ მომხსენებლს, მაინ კიაის ესაუბრება. თანამოსაუბრეებმა არ იცოდნენ, რომ დიალოგი იწერებოდა. ჩანაწერში ობამა ამბობს, რომ ის უკვე დაახლოებით 6 წელია, რაც სიგარეტს აღარ ეწევა, რადგან "მეუღლის ეშინია". პირველი საპრეზიდენტო არჩევნების მოგების შემდეგ, ობამა ამერიკელებს შეჰპირდა, რომ არ მოწევდა სიგარეტს თეთრ სახლში და რეზიდენციის ტერიტორიაზე. 2009 წლის თებერვალში, ობამა ერთ-ერთ ინტერვიუში გამოტყდა, რომ სიგარეტისგან თავის დანებება მისთვის ძალიან რთულია. აშშ-ის პირველმა ლედიმ, მიშელ ობამამ რამდენჯერმე სიამაყით აღნიშნა მეუღლის წარმატება ნიკოტინთან ბრძოლაში. მისი თქმით, პრეზიდენტს ამის მოტივაციას შვილები აძლევენ. 
წყარო: news.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1204
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია