დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
ვახტანგ ყოლბაია დავით ნარმანიას აფხაზეთის მთავრობის ახალ შემადგენლობას გააცნობს
ავტორი:
2013/ოქტომბერი/31 09:30:03
დღეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სხდომა გაიმართება. როგორც "ინტერპრესნიუსს" აფხაზეთის მთავრობიდან აცნობეს, სხდომას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი დავით ნარმანია დაესწრება.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია დავით ნარმანიას აფხაზეთის მთავრობის ახალ შემადგენლობას გააცნობს. შეხვედრაზე დევნილთა პრობლემებზე, მათი მოგვარების გზებსა და სამომავლოდ განსახორციელებელ ღონისძიებებზე იმსჯელებენ.
მთავრობის სხდომაზე შვიდი საკითხი განიხილება, მათ შორის აფხაზეთის ა/რ მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ აფხაზეთის კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე – აფხაზეთის ა/რ კანონის პროექტი. კანონპროექტი ითვალისწინებს აფხაზეთის ა/რ ეკონომიკისა და აფხაზეთის ა/რ ფინანსთა სამინისტროების ლიკვიდაციასა და მათ ნაცვლად აფხაზეთის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს შექმნას.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1425
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია