დაისვენე კურორტ ახალდაბაში
რუსი დიპლომატი: კავკასიაში სულებზე ნადირობა უნდა დავიწყოთ
ავტორი:
2013/სექტემბერი/24 15:29:02
რუსეთი ვალდებულია ამიერკავკასიაში „სულებისთვის ბრძოლაში ჩაერთოს“, - ამის შესახებ 23 სექტემბერს საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკულ კონფერენციაზე, რომელიც „აგვისტოს ომის“ „გეოპოლიტიკურ შედეგებს“ ეძღვნებოდა, სომხეთში რუსეთის ყოფილმა ელჩმა ვიაჩისლავ კოვალენკომ განაცხადა, რომელიც ამჟამად კასპიის თანამშრომლობის ინსტიტუტის რეგიონული პროგრამების დირექტორია. მისი თქმით, რეგიონში აქტიურად მუშაობენ დასავლური არასამთავრობო ორგანიზაციები, რომელთა მიზანიც სამოქალაქო საზოგადოების პოზიციაზე ზეგავლენის მოხდენაა, კერძოდ კი - მისი ანტირუსული მიმართულების ფორმირება. კოვალენკოს თქმით, აუცილებელია ხალხის დარწმუნება იმაში, რომ რუსეთთან თანამშრომლობა მომგებიანია. „თუ ჩვენ არ მოვკიდებთ ხელს ამ საქმეს და არ ჩამოვაყალიბებთ პრორუსულ ელიტას, ჩვენ განწირულები ვართ უიღბლობისთვის“, - განაცხადა კოვალენკომ. 
წყარო: news.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1215
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია