დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
უსაფრთხოების დაგეგმვის ინსტიტუციური და სამართლებრივი ჩარჩოს შესახებ კონფერენცია გაიმართება
ავტორი:
2013/ნოემბერი/19 09:30:02
საქართველოს ატლანტიკური საბჭოს ორგანიზებით "უსაფრთხოების დაგეგმვის ინსტიტუციური და სამართლებრივი ჩარჩოს" შესახებ დღეს კონფერენცია გაიმართება.
როგორც "ინტერპრესნიუსს" ორგანიზაციიდან აცნობეს, ღონისძიებაზე წარმოდგენელი იქნება პროექტის – "საქართველოს უსაფრთხოების სექტორის მიმოხილვა" ფარგლებში შესრულებული პირველადი ანგარიში ეროვნული უსაფრთხოების არქიტექტურის თაობაზე.
კონფერენციაზე მიწვეული არიან საქართველოს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების, დიპლომატიური კორპუსის, საერთაშორისო და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.
ღონისძიებაზე სიტყვით გამოვლენ ამერიკის შეერთებული შტატების სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში რიჩარდ ნორლანდი და დიდი ბრიტანეთის ელჩი საქართველოში ალექსანდრა ჰოლ ჰოლი.
"პროექტი "საქართველოს უსაფრთხოების სექტორის მიმოხილვა" მიზნად ისახავს უსაფრთხოების სექტორის გამჭვირვალობის, ანგარიშვალდებულების გაზრდას და სექტორის სამართლებრივი და ინსტიტუციური მექანიზმების სრულყოფას. პროექტის ფარგლებში შეფასდება უსაფრთხოების სექტორის სამართლებრივი და ინსტიტუციური ასპექტები უსაფრთხოების სექტორში სამოქალაქო ჩართულობისა და სამოქალაქო კონტროლის ხელშეწყობის მიზნით. კონფერენციაზე წარმოდგენილ ანგარიშში "საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების არქიტექტურის მიმოხილვა-სტრატეგიული დონე" განხილულია უსაფრთხოების პოლიტიკის დაგეგმვისა და უწყებათაშორისი კოორდინაციის არსებული საკანონმდებლო და ინსტიტუციური ჩარჩო, საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს როლი, უწყებათაშორისი კოორდინაციის მექანიზმების და ეროვნულ პოლიტიკურ დონეზე კრიზისების მართვის არსებული პრაქტიკა, უსაფრთხოების სისტემის ზედამხედველობის და სამოქალაქო ჩართულობის მექანიზმები. დოკუმენტში ასევე წარმოდგენილია ევროპის სხვადასხვა ქვეყნების მიერ აპრობირებული უსაფრთხოების სისტემის მაგალითები", - განმარტავენ ორგანიზატორები.
პროექტი USAID-ის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1102
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია