დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
მედიის წარმომადგენლებმა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წევრებს წინასაარჩევნო ვითარებაზე ინფორმაცია მიაწოდეს
ავტორი:
2013/სექტემბერი/24 13:30:02
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წარმომადგენლები სასტუმრო "თბილისი მარიოტში" მედიის წარმომადგენლებს შეხვდნენ.
როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ, ჟურნალისტებთან საუბარში მედია ექსპერტმა ზვიად ქორიძემ განაცხადა, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წარმომადგენლები ცდილობენ არჩევნებამდე ერთი თვით ადრე მიიღონ ინფორმაცია თუ რა მდგომარეობაა ქვეყანაში და სხვადასხვა სფეროში. ქორიძის განცხადებით, ამჯერად საუბარი მედიის საკითხს შეეხო. მისივე თქმით, ერთ-ერთი თემა იყო საზოგადოებრივი მაუწყებელი და რეალურად გარკვევა იმისა, თუ რა ხდება იქ ბოლო პერიოდში.
"მეორე და მნიშვნელოვანი თემა ის იყო, რომ ჩვენ მედიის მონიტორინგზე ინფორმაცია მივაწოდეთ. ერთ-ერთ მონიტორინგს ჟურნალისტთა ეთიკის ქარტია ახორციელებს. ბუნებრივია, საუბარი იყო იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ ემსგავსება სარედაქციო მასალები ერთმანეთს, რომელიც აქვთ დღეს საერთო ეროვნულ მაუწყებლებს, ეს არის პროფესიონალიზმის ხარისხის დაბალი მაჩვენებელი თუ ეს არის მაჩვენებელი იმისა, რომ მედია საშუალებები არ აღმოჩნდნენ მზად ასეთი საზოგადოებრივ-პოლიტიკური ვითარებისთვის, რომელიც ქვეყანაში შეიქმნა, თუ ეს არის უკვე იმის მაჩვენებელი, რომ მთავრობამ პრაქტიკულად მოიპოვა სრული ძალაუფლება ყველა დიდი მაუწყებელზე და ამით დაიწყოს სარედაქციო პოლიტიკის კონტროლი", - განაცხადა ზვიად ქორიძემ.
მისივე თქმით, ეს არის თემები, რომელზეც მზა პასუხი არავის არ აქვს. თუმცა აღნიშნა, რომ დღესვე ყველა არხზე განწყობები იდენტურია.
"დღეს ჩართავთ სატელევიზიო ეთერს, სულ ერთია რომელ არხზე და დაინახავთ დიდი დოზით მთავრობას, დაინახავთ, ერთი მხრივ, თითქოს დაბალანსებულ განწყობას, მაგრამ მეორე მხრივ, ეს განწყობა იდენტურია ყველა არხზე და ყველა ერთმანეთს დაემსგავსა. ეს უკვე კითხვებს ბადებს, რის გამო ხდება ეს, რატომ შეუყვარდა ასე ერთბაშად ქართულ მედიას მთავრობა", - განაცხადა ზვიად ქორიძემ.
რაც შეეხება ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წარმომადგენლებს, ისინი ჟურნალისტებთან შეხვედრის შემდეგ დიპლომატიურ კორპუსს ხვდებიან.
წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1045
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია