დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
საქართველომ ლესოტოსთან დიპლომატიური ურთიერთობა დაამყარა
ავტორი:
2013/სექტემბერი/24 13:00:02
ლესოტოსთან დიპლომატიური ურთიერთობის დამყარების შესახებ ხელშეკრულებას გაერო-ს გენერალური ასამბლეის 68-ე სესიის ფარგლებში გამართულ შეხვედრაზე მოეწერა ხელი.
საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შესაბამის ოქმს საქართველოსა და ლესოტოს საგარეო საქეთა მინისტრმა მოაწერეს ხელი. ორი ქვეყნის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ურთიერთობების განვითარების შემდგომი პერსპექტივები განიხილეს.
"ეს შეთანხმება გვაძლევს საშუალებას ამ ქვეყანასთან გვქონდეს ინტენსიური ურთიერთობა და მოგვცემს საშუალებას ბევრი საერთო პროექტი განვახორციელოთ. მე ჩემს კოლეგას ინფორმაცია მივაწოდე იმ რეზოლუციის შესახებ, რომელიც ჩვენი ინიციატივით ყოველწლიურად გაერო-ს ასამბლეაზე გადის. კოლეგასთან საუბარში აღვნიშნე, რომ რეზოლუცია გახლავთ ჰუმანიტარული ხასიათის. ბატონი ცეკოა შემპირდა, რომ მომავალ წელს მათ სხვანაირი პოზიცია ექნებათ, რადგან, როგორც მოგეხსენებათ, ამ ქვეყნის წარმომადგენელი აქამდე რეზოულიციის კენჭისყრას არ ესწრებოდა", -განაცხადა მაია ფანჯიკიძემ.
როგორც ჟურნალისტებთან საუბრისას ლესოტოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მოჰლაბი კენეტ ცეკოამ განაცხადა, ლესოტო საქართველოში ელჩის წარგზავნას გეგმავს.
მისივე განცხადებით, ახლო მომავალში შეიქმნება ორმხრივი თანამშრომლობის კომისია, რომელზეც ორ ქვეყანას შორის თანამშროლობის სფეროები განისაზღვრება. "არსებობს სოფლის მეურნეობის სფეროში თანამშრომლობის პოტენციალი, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანი სფეროა როგორც ჩვენთან, ისე საქართველოში. შესაძლებელია თანამშრომლობა განათლების მიმართულებით, სასწავლო პროგრამების გაცვლა. ასევე მნიშვნელოვანია თანამშრომლობა გლობალურ ფორმატებში", - აღნიშნა ლესოტოს საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.
წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1106
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია