დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
გიორგი მარგველაშვილი უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ს პრეზიდენტის მრჩეველს შეხვდა
ავტორი:
2018/მარტი/17 14:30:02
../photo/2015_02/0-00-1AAAAAMART/margvelashvili2_3429d.jpg { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/483557-giorgi-margvelashvili-usafrthkhoebis-sakithkhebshi-ashsh-s-prezidentis-mrchevels-shekhvda.html", "headline": "გიორგი მარგველაშვილი უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ს პრეზიდენტის მრჩეველს შეხვდა", "datePublished": "2018-03-17 10:24:28", "dateModified": "2018-03-17 10:24:28", "description": "საქართველოს პრეზიდენტმა ვაშინგტონში სამუშაო ვიზიტი თეთრ სახლში, ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში აშშ...", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/photo/2015_02/0-00-1AAAAAMART/margvelashvili2_3429d.jpg", "height": 470, "width": 246 } } { "@context":"http://schema.org", "@type":"Organization", "name":"IPN", "logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "url":"http://www.interpressnews.ge/ge/", "sameAs": [ "https://www.facebook.com/ipnge" ] } საქართველოს პრეზიდენტმა ვაშინგტონში სამუშაო ვიზიტი თეთრ სახლში, ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ს პრეზიდენტის მრჩეველთან, გენერალ ჰერბერტ რეიმონდ მაკმასტერთან შეხვედრით დაასრულა, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან აცნობეს.

მათივე ცნობით, გიორგი მარგველაშვილმა ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მდივანს საქართველოში და რეგიონში მიმდინარე პროცესებთან, გაზრდილ საფრთხეებთან დაკავშირებით თავისი შეშფოთება გაუზიარა და აღნიშნა, რამდენად მნიშვნელოვანია ამერიკის ჩართულობა უსაფრთხოების უზრუნველყოფის საკითხებში.

საქართველოს პრეზიდენტმა განსაკუთრებულად გაუსვა ხაზი რუსეთის მზარდ, მილიტარისტულ რიტორიკას, დიდ ბრიტანეთში ბოლო პერიოდში განვითარებულ მოვლენებს, საქართველოს მოქალაქის და ყოფილი მშვიდობისმყოფელის, არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობას ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში, საქართველოს როლს, როგორც ამერიკული და დასავლური ინტერესების ფორტპოსტს რეგიონში, რომელსაც გამყარება სჭირდება და ეს, ამერიკის უფრო აქტიური ჩართულობის გარეშე შეუძლებელია.

გიორგი მარგველაშვილმა გენერალ ჰერბერტ რეიმონდ მაკმასტერთან იმ კონსულტაციებზე ისაუბრა, რომელიც ვაშინგტონში ვიზიტისას აშშ-ს სენატსა და კონგრესში შედგა და ხაზი გაუსვა, რომ კანონმდებლებისგან ამერიკის უფრო აქტიურ ჩართულობას აქვს ორმხირივი, ორპარტიული მხარდაჭერა.
შეხვედრისას მნიშვნელოვანი დრო დაეთმო შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხებს: საქართველოს როლს, შავი ზღვის უსაფრთხოების უზრუნველყოფის საქმეში და ქვეყნის, როგორც ნატო-ს აღმოსავლეთის საკვანძო ბლოკპოსტის მნიშვნელობას.

გიორგი მარგველაშვილმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა საქართველოს როლზე, როგორც აზიური და ევროპული ბაზრების დამაკავშირებელ ხიდზე და კასპიის ზღვის ქვეყნებისა და ევროპის ეკონომიკური ბაზრების დამაკავშირებელ, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან დერეფანზე.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 598
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია