დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
საგარეო უწყება საზღვარგარეთ მყოფ ამომრჩევლებს მოუწოდებს, 6 ოქტომბრამდე დადგნენ საკონსულო აღიცხვაზე
ავტორი:
2013/სექტემბერი/23 17:00:09
საგარეო საქმეთა სამინისტრო საზღვარგარეთ მყოფ ამომრჩევლებს მოუწოდებს, 6 ოქტომბრამდე დადგნენ საკონსულო აღიცხვაზე.
ამის შესახებ ნათქვამია განცხადებაში, რომელიც საგარეო უწყებამ საზღვარგარეთ მყოფი ამომრჩევლებისთვის გაავრცელა.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, საქართველოს პრეზიდენტის 2013 წლის 27 ოქტომბრის არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად, აუცილებელია: საქართველოს მოქალაქე იმყოფებოდეს საკონსულო აღრიცხვაზე, ან თუ არ იმყოფება საკონსულო აღრიცხვაზე, 2013 წლის 6 ოქტომბრის ჩათვლით, გაიაროს რეგისტრაცია ადგილსამყოფელ ქვეყანაში შექმნილ საუბნო-საარჩევნო კომისიაში, ან საკონსულო დაწესებულებაში.
რეგისტრაციის გავლის მიზნით, საქართველოს მოქალაქემ უნდა წარადგინოს განცხადება ამომრჩეველთა სპეციალურ სიაში რეგისტრაციის მოთხოვნით და საქართველოს მოქალაქის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის, ID ბარათის, ან საქართველოს მოქალაქის პასპორტის ქსეროასლი.
საარჩევნო უბანზე მისვლისას ამომრჩეველმა თან უნდა იქონიოს საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობა; ID ბარათი, ან საქართველოს მოქალაქის პასპორტი.
წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1232
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია