დაისვენე კურორტ ახალდაბაში
აბრამოვიჩმა "მოკრძალებული" თანხით მოსკოვის გარეუბანში სახლი შეიძინა
ავტორი:
2013/სექტემბერი/23 16:47:02
მილიარდერმა რომან აბრამოვიჩმა, ხმაურის გარეშე "ბურჟუაზიული" ჩელსის უბანი, მოსკოვის სამრეწველო რაიონზე, ზარეჩნაიაზე გაცვალა. ზარეჩნაიას, სამრეწველო რაიონს ძველი ტრადიციის გამო უწოდებენ. დღეს, ზარეჩნაიას ქუჩებზე აბრამოვიჩის მეგობრები და კოლეგები ცხოვრობენ: სულეიმან ქერიმოვი, მიხეილ პროხოროვი, ყაბარდო-ბალყარეთის ხელმძღვანელი არსენ კანოკოვი და სხვანი. ამბობენ, რომ აქ ისედაც ჰქონდა პატარა სახლი აბრამოვიჩს, მაგრამ ზაფხულში მან ახლის შეძენა გადაწყვიტა. "როსრეესტრის" ამონაწერის მიხედვით, ახლა აბრმოვიჩი ამ მისამართზე ცხოვრობს: "მოსკოვის ოლქი, ოდინცოვოს რაიონი, ზარეჩნაია, ბირუზოვაიას ქუჩა". რა თანხა გადაიხადა აბრამოვიჩმა სახლში, რომლის ფართობი 572,2 კვ.მ. - ია, უცნობია, მაგრამ ანალოგიური სამსართულიანი ვილები ამ რაიონში, დაახლოებით 10 მლნ. დოლარი ღირს. ფასი არც თუ ისე "მაღალია" და ზარეჩნაიას რაიონიც მყიდველებს ვერ აუდის. აბრამოვიჩის ახალი სახლის ნახვა შეუძლებელია: ზარეჩნაიას ეს ელიტური ნაწილი შემოღობილია. ცნობილია, რომ ღობის იქეთ არაჩვეულებრივი ტყე, უნიკალური არქიტექტურა და de luxe-ის კლასის სახლებია. შესასვლელთან კი გარკვევით წერია:ნებისმიერი გადაღება კატეგორიულად აკრძალულია! ცნობა იმის შესახებ, რომ ზარეჩნაიას გამო აბრამოვიჩმა ლონდონის ცენტრში, Kensington Palace Gardens-ზე მდებარე 140 მლნ. დოლარად ღირებული სახლი გაყიდა, არ დასტურდება - თუმცა რატომ უნდა გაეყიდა, ერთი შენაძენი მეორეს ხელს არ უშლის.
წყარო: news.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1247
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია