დაისვენე კურორტ ახალდაბაში
რუსთავში დევნილებმა საცხოვრებელი ბინები მიიღეს
ავტორი:
2013/სექტემბერი/23 16:39:02
რუსთავში დევნილებმა საცხოვრებელი ბინები მიიღეს. ამის შესახებ ინფორმაციას ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო ავრცელებს. სამინისტროს ცნობით, რუსთავში ყოფილი ბაგა-ბაღის შენობაში სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩატარდა, სადაც 10 ერთოთახიანი და 5 ოროთახიანი ბინაა. აღნიშნული ობიექტი ეკონომიკის სამინისტრომ 2 თვის წინ, ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს სარეაბილიტაციოდ გადასცა. შენობა სრულად გარემონტდა, გამოიცვალა კარ-ფანჯარა, იატაკი, სველი წერტილები, ელექტროგაყვანილობა, სრულდება გაზიფიცირების სამუშაოები. ახალ ბინებში ის დევნილები შესახლდნენ, რომლებმაც ანკეტირების პროცესი კრიტერიუმების გათვალისწინებით გაიარეს და უმაღლესი ქულები მიენიჭათ. ლტოლვილთა და განსახლების მინისტრმა დავით დარახველიძემ რუსთავში მცხოვრებ დევნილებს რეაბილიტირებული საცხოვრებელი ბინების გასაღები გადასცა და ბინები დაათვალიერა. „ჩვენი ხელისუფლებაში მოსვლიდან რიგით მეთორმეტე ობიექტია, რომელიც დევნილებს გადავეცით. ყოფილი ბაგა-ბაღის შენობაში თხუთმეტმა ოჯახმა მიიღო ბინა. ასევე, რამოდენიმე ობიექტზე ინტენსიურად მიმდინარეობს მშენებლობები. რუსთავში საცხოვრებელი ფართით, წლის ბოლომდე, 200-ზე მეტი ოჯახი დაკმაყოფილდება. მინდა აღვნიშნო, რომ გვქონდა სერიოზული პრობლემები და მადლობა მინდა გადავუხადო რუსთავის ახალ ხელმძღვანელობას, მერს, მთელ მის აპარატს, რომელიც გვერდში დაგვიდგა და გადაგვიწყვიტა ჩვენს ფართებში შეჭრილი სოციალურად დაუცველი ოჯახების საკითხი და მათ მოუძებნა ალტერნატიული ფართები. ხოლო მათ, ვინც დღეს მიიღო ბინა, ვულოცავ და ვუსურვებ, მალე აფხაზეთში დაბრუნებას,“-დავით დარახველიძემ.  
წყარო: news.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1236
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია