დაისვენე კურორტ ახალდაბაში
გიორგი მარგველაშვილმა და IRI-ის საქართველოს მისიის დირექტორმა საარჩევნო გარემოზე ისაუბრეს
ავტორი:
2013/სექტემბერი/20 16:30:02
კოალიცია "ქართული ოცნების" პრეზიდენტობის კანდიდატმა, გიორგი მარგველაშვილმა და საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის საქართველოს მისიის დირექტორმა , ანდრეა ქერბმა წინასაარჩევნო გარემოს შესახებ ისაუბრეს.
როგორც კოალიცია "ქართული ოცნების" ცენტრალურ საარჩევნო შტაბში შეხვედრის დასრულების შემდეგ გიორგი მარგველაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, სამწუხაროა, რომ IRI-ს ამ ეტაპზე არ ჰყავს გრძელვადიანი დამკვირვებლები საქართველოში და დამკვირვებლები მხოლოდ არჩევნებამდე ერთი კვირით ადრე ჩამოვლენ ქვეყანაში და მხოლოდ ბოლო კვირას დააკვირდებიან.
"IRI-ს საქართველოს მისიის დირექტორს მე მოვუყევი ის, რასაც ვაკეთებ და როგორც ვმუშაობ", - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის საქართველოს მისიის დირექტორ, ანდრეა ქერბის შეფასებით, გიორგი მარგველაშვილთან შეხვედრა იყო ნაყოფიერი. მისივე ინფორმაციით, წინასაარჩევნო პერიოდში საქართველოში 17 დამკვირვებელი ჩამოვა.
წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1217
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
მსგავსი სიახლეები
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია